გიორგი ჯავახიშვილი (ანთროპოლოგი)

ქართველი ანთროპოლოგი
ტერმინს „გიორგი ჯავახიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი ჯავახიშვილი.

გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი (დ. 9 ნოემბერი, 1877, სიღნაღი ― გ. 9 მაისი, 1956, თბილისი) — ქართველი ანთროპოლოგი, პროფესორი, მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1944).[1]

გიორგი ჯავახიშვილი
დაბ. თარიღი 9 ნოემბერი, 1877(1877-11-09)
დაბ. ადგილი სიღნაღი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 9 მაისი, 1956(1956-05-09) (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ანთროპოლოგი
ალმა-მატერი ტარტუს უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1903 წელს დაამთავრა დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტი. 1903-1905 წლებში მუშაობდა ბერლინის უნივერსიტეტში. 1905-იდან ― პეტერბურგის აკადემიის ზოოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმებში. 1911 თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ლექტორი იყო. 1921 აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის დოცენტად, ხოლო 1921-1935 წლებში ზოოლოგიის კათედრის გამგედ. 1926 დააარსა ბათუმის (ციხისძირში) ბიოლოგიური სადგური, რომლის გამგეც თვითონ იყო. 1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრასთან ჩამოაყალიბა პროტოზოოლოგიის ლაბორატორია.[2]

ჯავახიშვილის ძირითადი შრომები ეხება ანთროპოლოგიის, ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. შეიმუშავა კრანიოლოგიის ახალი კონსტრუქციული მეთოდი. ავტორია მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოებისა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გიორგი ჯავახიშვილი. Iverieli. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2018.
  2. გიორგი ჯავახიშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2018.