გიორგი ჭიღვარია
გიორგი ჭიღვარია (დ. 20 აპრილი, 1980, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი 2017-2020 წლებში.
გიორგი ჭიღვარია | |
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2017 – 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
დაბადებული | 20 აპრილი, 1980 ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1980 წლის 20 აპრილს, ქუთაისში. 1986-1995 წლებში იგი სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლაში. 1995 წელს სწავლა გააგრძელა ქალაქ ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში, რომელიც 1997 წლამდე სწავლობდა. 2002 წელს წარჩინებით დაასრულა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში გაიარა თურქული ენის შემსწავლელი პროგრამა ანკარის უნივერსიტეტის თომერის კოლეჯში.
2003 წლიდან ხარისხის მაძიებლის სტატუსით დაიწყო მუშაობა სადოქტორო ნაშრომზე ანკარის უნივერსიტეტში. 2003-2004 წლებში — სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში. 2010 წელს მას ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. 2017-2020 წლებში იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.[1]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს მეუღლე და ორი შვილი.