გიორგი შატბერაშვილის სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

გიორგი შატბერაშვილის სახლი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადის შატბერაანთ უბანში, ამაღლებულ ბორცვზე. ეკუთვნოდა ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი შატბერაშვილს (1910-1965 წლები). სახლი ნაგებია ქვით, ორსართულიანია, აქვს ღია აივნები, გადახურულია კრამიტით. პირველი სართულის ორი ოთახი სამეურნეო დანიშნულებისაა. მეორე სართულზე ორი დიდი ოათახიდან (თითოეული 35მ²) ერთი სამუშაო კაბინეტი იყო. აქ დგას მწერლის საწერი მაგიდა, სკამი და წიგნების კარადა. ამ სახლში დაწერა მწერალმა მრავალი ლექსი, მოთხრობა, აქ შეაგროვა მასალა წიგნისათვის "თვალადური ქართული ჭაშნიკი". სოფელში მწერლის ხშირი სტუმრები იყვნენ რუსი და ქართველი მწერლები.

ლიტერატურა რედაქტირება