გიორგი ტოგონიძე

ქართველი გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

გიორგი ტოგონიძე (დ. 1904 — გ. 1989) — ქართველი გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი.

გიორგი ტოგონიძე
დაბ. თარიღი 1904[1]
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველო[1]
გარდ. თარიღი 1989[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ტოგონიძე დაიბადა 1904 წელს, ქუთაისში. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე. 1930 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო ინდუსტრიულ ინსტიტუტში გამოყენებით გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ იყო კათედრის დოცენტი; 1967-1980 წლებში კათედრის გამგე; 1980 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - პროფესორი; 1967 წლამდე მუშაობდა აგრეთვე კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში იშვიათი ლითონების განყოფილების გამგედ; თითქმის 60 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, 1930-1952 წლებში იყო გეოლოგიური საძიებო პარტიის უფროსი, მთავარი ინჟინერი, სამეცნიერო კონსულტანტი; ზემო რაჭაში მან აღმოაჩინა „კარობის მოლიბდენის“ საბადო, აგრეთვე ზოფხითოს ანთიმონიტის და ნოწარულას ვოლფრამის საბადოები, დარიშხანისა და ვერცხლის წყლის მადანგამოვლინებები; თითქმის 30 წლის განმავლობაში სწავლობდა ზემო რაჭაში. მის მიერ აღმოჩენილ მოსაპირკეთებელი ქვის საბადოებს და იღწვოდა მათი პრაქტიკული გამოყენებისათვის. 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. [2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თბილისი, 2012, გვ. 135

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება