გიორგი სიკსეკი
გიორგი სიკსეკი (დ. 12 ივლისი, 1887 — გ. 1971, იერუსალიმი) — იერუსალიმში მცხოვრები ქართველი პედაგოგი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე.
განათლება
რედაქტირებადაწყებითი განათლება მიიღო ბერძნულ მართლმადიდებლურ სკოლაში, შემდეგ კი წმინდა დიმიტრის სახელობის სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1905 წელს. გიორგი ფლობდა: არაბულ, ბერძნულ, ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებს.
მოღვაწეობა
რედაქტირება1905 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა რამლას მართლმადიდებლურ სკოლაში. ამის შემდეგ არაბულის მასწავლებლად იერუსალიმის საპატრიარქოს გიმნაზიაში. 1909—1914 წლებში გიორგი სიკსეკი მუშაობდა აღდგომის ტაძრის ტიპოგრაფიის სახლში არაბულად ნაბეჭდი პუბლიკაციების ინსპექტორად. სიკსეკს ურთიერთობა ჰქონდა იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოსთან და პალესტინა-იორდანიის მართლმადიდებლურ სკოლების ქსელთან. 1922 წელს დაინიშნა ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს სკოლების გენერალურ ინსპექტორად პალესტინა-იორდანიაში, სადაც ერთდროულად 32 სკოლას კურირებდა. მან ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბიზანტიური საოჯახო სამართალი, რომელიც 1930 წლის შემდეგ ხუთჯერ გამოიცა. ბერძნულიდან თარგმნა 695-გვერდიანი ლოცვანის წიგნი, რომელიც ორჯერ — 1914 და 1940 წლებში დაიბეჭდა.
1921 წელს იგი ხელმძღვანელობდა აბრეშუმის ხარისხის დამდგენ ექსპერტებს ენტონი ბირამის საკონსულტაციო ჯგუფში, 1926 წელს გახდა იერუსალიმის საარჩევნო შტაბის წევრი, 1931 წელს კი იერუსალიმის საქალაქო სასამართლოში საპატიო მოსამართლედ აირჩიეს. იმავე წელს 25 ნოემბერს გიორგი სიკსეკი დაინიშნა ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე, რვა წლის განმავლობაში. 1948 წელს ის ასრულებდა იერუსალიმის პატრიარქის არაბი მდივნის მოვალეობას.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაგიორგი სიკსეკის პაპა ჯორჯი (გიორგი) (1788-1836 წწ.) და მამა — ჰანნა (იოანე) სიკსეკი (1834-1889 წწ.) მღვდლები ყოფილან. სწორედ მათი ნაწერებისგან შეიტყო გიორგი სიკსეკმა თავისი ქართული წარმომავლობის შესახებ. ცნობილია მისი შორეული წინაპრის სახელი — „სიმონი“.
1910 წლის 7 ნოემბერს 23 წლის გიორგი სიკსეკი დაქორწინდა გაზეთისა და ტიპოგრაფიის მფლობელის, გიორგი ჰანანიას 16 წლის ასულ ეკატერინეზე. მათ სამი შვილი შეეძინათ: ჰანნა (იოანე), ლატიფა (ჰენრიეტა) და სამაანი (სიმონი). გიორგი და ეკატერინე სიკსეკების უფროსი ვაჟი იოანე იყო იურისტი, უმცროსი სიმონი სამართლისა და ეკონომიკის სპეციალისტი. გიორგი სიკსეკის ოჯახი იერუსალიმის ქრისტიანულ უბანში დამკვიდრდა 1943 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ დედას უჭირდა გაჭირვების გამო საოჯახო ბიბლიოთეკა გაუყიდია, ამგვარად დაიკარგა სიკსეკების ოჯახის დოკუმენტები. გიორგი სიკსეკი გრიგოლ ფერაძეს ესაუბრებოდა ოჯახში შენახულ ხელნაწერზე, სადაც ყოფილა აღწერილი ყოფილა იერუსალიმში ქართველთა კუთვნილი მონასტრები.
მისი შთამომავალია რანდა სიკსეკი, რომელიც ცხოვრობს საბერძნეთში.
გარდაცვალება
რედაქტირებაგარდაიცვალა 1971 წელს იერუსალიმში. დაკრძალულია ბერძნულ მართლმადიდებულ სასაფლაოზე მეუღლესთან, უფროს ვაჟსა და ასულთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხურცილავა ბ., საქართველოს უცნობი ელჩი იერუსალიმში — „სიმონ მდივანი“ და მისი საგვარეულოს საიდუმლოება. ჟურნ. „ისტორიანი" თბ., 2018, № 1, გვ. 16-23