გიორგი სვირიდოვი
გიორგი ვასილის ძე სვირიდოვი (რუს. Гео́ргий Васи́льевич Свири́дов; დ. 16 დეკემბერი, 1915, ფატეზი, კურსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 6 იანვარი, 1998) — რუსი ნეორომანტიკოსი კომპოზიტორი. აქტიური იყო საბჭოთა ერაში. ყველაზე მეტად ცნობილია მისი საგუნდო მუსიკით, რომელზეც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციული გალობა ძლიერი გავლენა ახდენს; აგრეთვე ცნობილია მისი საორკესტრო ნაწარმოებებით, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ რუსული კულტურის ელემენტებად. სვირიდოვმა თავის საგუნდო მუსიკაში განსაკუთრებით გამოიყენა მდიდარი და ხშირი ჰარმონიული ტექსტურები (რომანტიკული პერიოდის ტონალობის შერწყმა).
გიორგი სვირიდოვი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 16 დეკემბერი, 1915[1] |
დაბ. ადგილი | Fatezh |
გარდ. თარიღი | 6 იანვარი, 1998[2] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
საიტი | georgysviridov.narod.ru |
გიორგი სვირიდოვი ვიკისაწყობში |
ადრეული ცხოვრება და ახალგაზრდობა
რედაქტირებაგიორგი სვირიდოვი დაიბადა 1915 წლის 16 დეკემბერს კურსკის გუბერნიის (ახლანდელი კურსკის ოლქი) ქალაქ ფატეზში (რუსეთის იმპერია), ეთნიკურად რუსი მშობლების ოჯახში.[3] მისი მამა ვასილი სვირიდოვი ბოლშევიკების მიმართ სიმპათიის გამო რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ მოკლეს; გიორგი ამ დროს 4 წლის იყო. შემდეგომ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კურსკში, სადაც სვირიდოვმა ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ისწავლა თუ როგორ დაეკრა ინსტრუმენტზე (ბალალაიკაზე). მას ისწავლა სმენით დაკვრა; ასეთი ნიჭისა და უნარის გამო იგი რუსეთის ხალხური საკრავების ორკესტრში მიიღეს. მუსიკალურ სკოლაში 1929 წელს ჩაირიცხა და მისი მასწავლებლის, მ. კრუტინსკის რჩევის შემდეგ, 1932 წელს იგი ჩამოვიდა ლენინგრადში, სადაც ფორტეპიანო ლენინგრადის ცენტრალურ მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა; აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა 1936 წელს. 1936-1941 წლებში სვირიდოვი სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში პეტრე რაზანოვისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ზედამხედველობის ქვეშ. 1941 წელს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში მობილიზდა; კონსერვატორიის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სვირიდოვი სამხედრო აკადემია უფა-ში გააგზავდეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო წლის დასრულებამდე გაათავისუფლეს.
მუსიკალური მემკვიდრეობა
რედაქტირებაპოეზია ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა სვირიდოვის მხატვრულ სამყაროში. იგი წერდა სიმღერებსა და რომანებს მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, უილიამ შექსპირისა და რობერტ ბერნსის ტექსტებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ სვირიდოვის მუსიკა ნაკლებად ცნობილია დასავლეთში, მისმა ნამუშევრებმა სამშობლოში მაღალი შეფასება დაიმსახურა მისთვის დასამახსოვრებელი ლირიკული მელოდიების, ეროვნული „გემო“ს და ძირითადად, მუსიკაში რუსეთის და რუსული სულის შესანიშნავი გამოხატვისთვის.
გიორგი სვირიდოვს შექმნილი აქვს მრავალი ორკესტრული, სოლო ფორტეპიანო და საგუნდო ნამუშევარი. აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ერთადერთი ოპერა Twinkling Lights (1951).
ჯილდოები
რედაქტირება1946 წელს სვირიდოვი მისი ფორტეპიანოს ტრიოსთვის სტალინის პრიზით დააჯილდოვეს; აღნიშნულ ნამუშევარში ძლიერ იგრძნობოდა პეტრე ჩაიკოვსკის გავლენა. 1960 წელს კომპოზიტორს პათეტიკური ორატორიისთვის ლენინური პრემია გადაეცა. 1968 და 1980 წლებში გიორგი სვირიდოვი დაჯილდოვდა სსრკ-ის სახელმწიფო პრემიით; აგრეთვე მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება. 1975 წელს გახდა სოციალისტური შრომის გმირი; აგრეთვე ორჯერ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით.
ასტეროიდი 4075 Sviridov 1982 წელს რუსმა ასტრონომერმა ლუდმილა კარაჩკინამ აღმოაჩინა და გიორგი სვირიდოვის საპატივსაცეოდ მისი სახელი ეწოდა.
გარდაცვალება
რედაქტირებაკომპოზიტორი გარდაიცვალა 1998 წლის 6 იანვარს გულის შეტევით, მოსკოვში; იგი აღნიშნულ ქალაქში 1956 წლიდან ცხოვრობდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ Свиридов Георгий (Юрий) Васильевич - Герои страны (in Russian)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Georgy Vasilievich Sviridov Petersburg Musical Archive
- Georgy Sviridov - Classical Archives
- Georgy Vasilievich Sviridov Russian. ციტირების თარიღი: November 2, 2014.