გიორგი სარდალაშვილი
გიორგი სარდალაშვლი (დ. 26 მაისი, 2003) — ქართველი ძიუდოისტი. 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონი.[2] საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს -60 კგ წონით კატეგორიაში.
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. თარიღი | 26 მაისი, 2003 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 170 [1] სმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ძიუდო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2020 წელს ანტალიაში ჭაბუკებს შორის გამართულ ევროპის თასზე პირველი ადგილი დაიკავა 50 კგ წონით კატეგორიაში. ერთი წლის შემდეგ პრაღაში გამართულ ევროპის თასზე (ახალგაზრდული) 60 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მოპოვება მოახერხა. მეორე ადგილი დაიკავა ლუქსემბურგში გამართულ 2021 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (60 კგ). [3] პირველი ადგილი დაიკავა იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე (60 კგ). 2022 წელს პირველი ადგილის დაკავება მოახერხა ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასზე (ახალგაზრდული). სარდალაშვილმა ტურნირზე ალეხანდრო პრიეტო სიმანკასს (ესპანეთი), რიკარდო პირესს (პორტუგალია), ფლორიან ბოეკერსა (გერმანია) და ლუის ბაროსო ლოპესს (ესპანეთი) იპონებით სძლია, ფინალში კი იაპონელუ კეიჯი ცუჯიოკას დამარცხება ვაზარით მოახერხა. [4] ამავე წელს დაიკავა მეორე ადგილი თბილისის გრანდ-სლემზე. 2022 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გუაიაკილში, ეკვადორში ჩატარდა, სარდალაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.
არის 2022 წლის ზაგრების გრან-პრის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ტაჯიკი მუამადსოლეჰ ქუვატოვი დაამარცხა. რასაც შემდეგ ეტაპზე ბრაზილიელი მათეუს ტაკაკისას დამარცხება მოჰყვა. 1/4 ფინალში ფრანგ მაქსიმ მერლენთან ვაზარით მარცხის შემდეგ, რეპეშაჟში თურქმენი ჰაკბერდი იუმაევი დაამარცხა, გაუკეთა გდება იპონით. ბრინაჯოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელი ძიუდოისტი, ფრანსისკო გარიგო იპონით დაამარცხა. [5]
2023 წელს დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ შეხვედრაში ზამბიელი მეტოქე სიმონ ზულუ იპონით დაამარცხა. მერვედფინალში დაუპირსპირდა ავსტრიელ მარკუს აუერს, რომელიც აგრეთვე იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში დამარცხდა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ყაზახი ნურკანათ სერიკბაევი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სარდალაშვილმა ბელგიელი იორე ფერსტრეტენი დაამარცხა. [6] 2023 წლის თბილისის გრანდ სლემზე სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1/8 ფინალში დაამარცხა მონღოლი ცოგთ-ოჩირ ბიამბაჩავი. მეოთხედფინალში სარდალაშვილმა ყაზახი მაგჟან შამშადინი დაამარცხა. ნახევარფინალში სარდალაშვილმა უკრაინელი დილშოტ ხალმატოვი დაამარცხა. ფინალში დამარცხდა აზერბაიჯანელ თურალ ბაირამოვთან. [7]
2024 წელს, 20 წლის ასაკში გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სარდალაშვილი 1/32 ფინალში დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი ჩაე კვანგ-ჯინი. 1/16 ფინალში სარდალაშვილმა ტაიპეის წარმომადგენელი ლინ ჩონგ-იოუ იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში სარდალაშვილმა აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დაამარცხა. ნახევარფინალში იაპონელ ტაიკი ნაკამურას სძლია, რის შემდეგაც ფინალში ტაიპეის წარმომადგენელს, იან იუნგ-ვეის დაუპირსპირდა. 2024 წლის ტაშკენტის გრანდ-სლემზე სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1/16 ფინალში დაამარცხა უზბეკი კამოლიდინ ბახთიოროვი. 1/8 ფინალში დაამარცხა ტაჯიკი ჰაქდოდ გულოვი. 1/4 ფინალში დაამარცხა ყაზახი იელდოს სმეტოვი. 1/2 ფინალში დაამარცხა ფრანგი რომენ ვალადიე-პიკარი. ფინალში უზბეკ დოსთონ რუზიევთან დამარცხდა. [8]
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სარდალაშვილმა 1/16 ფინალში ებრაელი იან ვოლჩაკი დაამარცხა. მეოთხედფინალში სარდალაშვილი თურქ სალიჰ ილდიზთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაერთო, სადაც სამხრეთ კორეელი კიმ ვონ-ჯინი დაამარცხა. 21 წლის ასაკში სადებიუტო ოლიმპიადაზე სარდალაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა.
შეხვედრები
რედაქტირებაკარიერა
რედაქტირებაკარიერაში ჩატარებული შეხვედრები[9] | |
---|---|
ჯამი | 99 (100%) |
გამარჯვება | 74 (74.7%) |
მარცხი | 25 (24.3%) |
(2024 წლის ივლისის მონაცემებით)
მსოფლიო ჩემპიონატი
რედაქტირებაწელი | წონა | პირველი რაუნდი | 1/32 ფინალი | 1/16 ფინალი | მეოთხედფინალი | ნახევარფინალი | რეპეშაჟი | ფინალი / ბმ | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შედეგი | შედეგი | შედეგი | შედეგი | შედეგი | შედეგი | შედეგი | პოზიცია | ||
2023 | –60 კგ | გამოტოვა | სიმონ ზულუ (ზამბია) 11–00 | მარკუს აუერი (ავსტრია) 10–00 | ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი) 00–10 | ნურკანათ სერკიბაევი (ყაზახეთი) 10–0 | იორე ფერსტრეტენი (ბელგია) 10–0 | ||
2024 | –60 კგ | გამოტოვა | ჩაე კვანგ-ჯინი (ჩრდილოეთი კორეა) 01–00 | ლინ ჩონგ-იოუ (ტაიპეი) 10–00 | თურან ბაირამოვი (აზერბაიჯანი) 02–01 | ტაიკი ნაკამურა (იაპონია) 01–00 | იანგ-იუნგ ვეი (ტაიპეი) 01–00 |
ოლიმპიური თამაშები
რედაქტირებაწელი | წონა | 1/32 ფინალი | 1/16 ფინალი | მეოთხედფინალი | ნახევარფინალი | რეპეშაჟი | ფინალი / ბმ | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
შედეგი | შედეგი | შედეგი | შედეგი | შედეგი | შედეგი | პოზიცია | ||
2024 | –60 კგ | გამოტოვა | იამ ვოლჩაკი (ისრაელი) 11–00 | სალიჰ ილდიზი (თურქეთი) 00–01 | კიმ ვონ-ჯინი (სამხრეთი კორეა) 10–00 | ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი) 00–01 | 5 |
მსოფლიო რეიტინგი
რედაქტირება2024 წლის ივნისის მონაცემებით სარდალაშვილი -60 კგ წონით კატეგორიის მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. [10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ევროპის ძიუდოს კავშირი
- ↑ გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
- ↑ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- ↑ europop.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-01. ციტირების თარიღი: 2022-09-01.
- ↑ europop.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-01. ციტირების თარიღი: 2022-09-01.
- ↑ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია
- ↑ თბილისის გრანდ სლემი 2023
- ↑ ტაშკენტის გრანდ სლემი 2024
- ↑ JudoInside
- ↑ მსოფლიო რეიტინგი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე