გიორგი სადაღაშვილი

ქართველი სოციალ-დემოკრატი

გიორგი სადაღაშვილი (დ. 1870, ქვახვრელი, გორის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. ეროვნებით სომეხი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. სოციალ-დემოკრატიულ წრეებში გაწევრიანდა დაარსებისთანავე. იყო თბილისის პარტიული წრის ორგანიზატორი. 1900 წლის რკინიგზის გაფიცვის გამო გაასახლეს თბილისიდან. 1902 წლის მუშათა დემონსტრაციების შემდეგ დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1903 დატოვა რკინიგზის სახელოსნო პოლიციური წნეხის გამო. 1904 წლიდან მუშაობა დაიწყო იარალოვის ქარხანაში. აქტიურად მონაწილეობდა ოთხივე სათათბიროს არჩევნებში, მუშების მხრიდან იყო დასახელებული ამომრჩევლად, მათ შორის გურიიდანაც. 1908 ჟანდარმერიამ დაიჭირა და გადაასახლა როსტოვში 2 წლით.

1917 წლის მარტიდან ეწეოდა აქტიურ პარტიულ მუშაობას. იყო „ნაძალადევის“ კომიტეტის თავმჯდომარე და სხვადასხვა რაიონის კოლექტივის წევრი. აირჩიეს ქალაქის საბჭოს წევრად. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. იყო საკანდიდატო სიის 115-ე ნომერი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატუსაღებული იყო მეტეხის ციხეში 1921 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 343-344.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება