გიორგი პეტროვი
რუსი მეცნიერი
გიორგი ივანეს ძე პეტროვი (რუს. Петров, Георгий Иванович; დ. 31 მაისი [ ძვ. სტ. 18 მაისი] 1912, პინეგა — გ. 13 მაისი 1987) — რუსი მეცნიერი მექანიკის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1958). სოციალისტური შრომის გმირი (1961).
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1935) მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1965 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტში. მისი უმთავრესი შრომები ეხება გამოყენებითს აირის დინამიკას და კოსმოსურ აეროდინამიკას.
დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.
თხზულებარედაქტირება
- О распространении колебаний в вязкой жидкости и возникновении турбулентности, М., 1938;
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 48.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #11920522X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.