ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი (ჟორა) მზარელუა (დ. 1 მაისი, 1940, სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. მარტი, 2000, ზუგდიდი, საქართველო) — ქართველი მწვრთნელი და საჭადრაკო კომპოზიტორი, ოსტატობის კანდიდატი. მუშაობდა მწვრთნელად ზუგდიდსა და წალენჯიხაში. დაამთავრა მოსკოვის ცენტრალური ფიზკულტურის ინსტიტუტის ჭადრაკის სპეციალიზაციით (1971). მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირები რეგულარულად ტარდება წალენჯიხასა და ზუგდიდში[1].

საჭადრაკო კომპოზიცია

რედაქტირება
გიორგი მზარელუა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კონკურსი, 1997,
საპატიო შეფასება თანაბარი უფლებით
[2]
abcdefgh
88
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
მოგება (7 + 9)

ამოხსნა:
1. მფb7 მფf5
2. a6 მფg6
3. a7 მფh5
4. a8მ! g6
5. მb6 cb
6. c7 b5
7. c8მ b4
8. მd6 ed
9. e7 d5
10. e8მ d4
11. მf6#

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 311.
  1. ჟორა მზარელუას მემორიალი
  2. ველიმირ კალანდაძე, პრიზები განაწილდა, «ლაზიერი» («საქართველოს რესპუბლიკის» დამატება, N19, 1997), N4, 1997, გვ.7