გიორგი მაწყვერელი

გიორგი მაწყვერელიაწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით IX-X საუკუნეებში (პ. ინგოროყვას აზრით, გიორგი მაწყვერელი VI საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 15 აპრილი (2 აპრილი). მოხსენებულია ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებასა“ და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

გიორგი მაწყვერელი
გარდაიცვალა X
ხსენების დღე ახ. სტილით15 აპრილი (2 აპრილი)

გიორგი მაწყვერელი ყოფილა შუარტყლის ხევიდან (კლარჯეთი), წარჩინებული ოჯახიშვილი. საეკლესიო აღზრდა-განათლება მიუღია ოპიზის მონასტერში. იცნობდა მიქაელ პარეხელს და სერაპიონ ზარზმელს და დასწრებია ამ უკანასკნელის დაკრძალვას. სერაპიონის შესახებ შემდეგ ცნობები მიუწოდებია ბასილი ზარზმელისათვის. გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება და შინაომი იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი“. კორნელი კეკელიძის აზრით გიორგი მაწყვერელი თავისი დროისთვის ცნობილი მწერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის თხზულებათაგან ჩვენამდე არაფერი შემონახულა.

ლიტერატურა

რედაქტირება