გიორგი მაკარიძე (დ. 31 მარტი, 1990) — ქართველი ფეხბურთელი, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ალმერიას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.

გიორგი მაკარიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი მაკარიძე
დაბადების
თარიღი
31 მარტი, 1990 (1990-03-31) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 194 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ალმერია
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
2003–2006 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2009 დინამო თბილისი 37 (0)
2009-2013 ლე-მანი 42 (0)
2014 დოქსა კატოკოპიასი 0 (0)
2014-2016 ფეირენსე 39 (1)
2016–2018 მორეირენსე 33 (0)
2018–2019 რიუ ავი 0 (0)
2019–2020 ვიტორია სეტუბალი 43 (0)
2020– ალმერია 10 (0)
ეროვნული ნაკრები
2005–2006 საქართველო 17 წლ. 10 (0)
2006–2009 საქართველო 19 წლ. 8 (0)
2009-2012 საქართველო 21 წლ. 6 (0)
2007- საქართველო 14 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 14 იანვარი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 16 იანვარი, 2018

მაკარიძის საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2009 წლის 10 იანვარს 17 წლის ასაკში გააფორმა 800 000 ევროდ შეფასებული კონტრაქტი ფრანგულ კლუბ „ლე-მანთან“. წლების განმავლობაში „ლე-მანი“ პირველ დივიზიონში ასპარეზობდა, თუმცა 2013 წელს მესამე ლიგაში გადავიდა, რასაც გუნდის დაშლა მოყვა. 2014 წლის აპრილში მაკარიძე კვიპროსულ „დოქსაში“ გადავიდა.[1] სადაც არცერთი თამაში არ ჩაუტარებია. იმავე წლის აგვისტოში გადავიდა პორტუგალიურ კლუბ „ფეირენსეში“, სადაც ასპარეზობდა 2016 წლამდე.[2] ამის შემდეგ მაკარიძე შეუერთდა კლუბ „მორეირენსეს“ და 2017 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონატის თასის მფლობელი.[3][4][5] 2018 წელს მისი ტრანსფერი პორტუგალიურ „ბენფიკაში“ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა საბოლოოდ მოთამაშე ამავე ლიგაში მოასპარე „რიუ-ავეს“ შეუერთდა და თითქმის 1 სეზონი გაატარა.[6] 2018 წელს მაკარიძემ წელის ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე სანაკრებო და საკლუბო მატჩების გამოტოვება მოუხდა. 2019 წლის იანვარში „რიუ-ავესთან“ ურთიერთშეთანხმების შედეგად გაწყვიტა კონტრაქტი და პორტუგალიურ „ვიტორია სეტუბალში“ გადავიდა,[7] სადაც კონტრაქტი მას 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 2020 წლის 12 სექტემბერს გააფორმა 2 წლიანი კონტრაქტი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ „ალმერიასთან“.

სანაკრებო

რედაქტირება

გიორგი მაკარიძეს ნათამაშები აქვს საქართველოს სხვადასხვა ასკობრივ ნაკრებებში. 10 თამაში აქვს ჩატარებული 17-წლამდელთა ნაკრების რიგებში, 8 მატჩი — 19-წლამდელთა ნაკრებში, 9 მატჩი 21-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში — 14 თამაში.[8] 17 წლის ასაკში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ლევან ყენიასთან და ლევან მჭედლიძესთან ერთად დიდი პოტენციალის გამო მოხვდა.[9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მაკარიძე სეზონის ბოლომდე კვიპროსზე ითამაშებს, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 19 აპრილი, 2014.
  2. https://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/75729-giorgi-makaridze-portugaliuri-qfeirensesq-dzirithadshi-gamochnda.html
  3. „Makaridze assina até final da época“. Record (Portuguese). 16 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. „Makaridze e Diego Lopes contratados“. A Bola (Portuguese). 16 იანვარი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-22. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. https://www.crystalsport.ge/news/3236
  6. https://www.crystalsport.ge/news/7080
  7. https://www.live.ge/fexburti/giorgi-makaridzis-akhali-gundi-tsnobilia/[მკვდარი ბმული]
  8. https://www.transfermarkt.com/giorgi-makaridze/nationalmannschaft/spieler/55977
  9. Georgia hails new generation. FIFA (25 ოქტომბერი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი, 2008. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2008.