გიორგი კოღუაშვილი
გიორგი კოღუაშვილი (დ. 26 აპრილი, 1969, ქუთაისი) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბარსელონას ოლიმპიადის (1992), ბრინჯაოს მედლის მფლობელი (90 კგ), ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი: 1993 (სტოკჰოლმი, შვედეთი; 90 კგ), 1994 (ტამპერე, ფინეთი; 90 კგ), 1997 (ვროცლავი, პოლონეთი; 97 კგ), 1998 (ევლე, შვედეთი; 97 კგ), 1999 (ათენი, საბერძნეთი; 97 კგ).
ოთხგზის ევროპის ჩემპიონი: 1994 (ათენი, საბერძნეთი; 90 კგ), 1995 (ბეზანსონი, საფრანგეთი; 90 კგ), 1996 (ბუდაპეშტი, უნგრეთი; 90 კგ), 2002 (სეინიაიოკი, ფინეთი; 96 კგ). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1995 (პრაღა, ჩეხეთი; 90 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1989, 90 კგ), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2000, მოსკოვი, რუსეთი; 97 კგ), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1988, 90 კგ), ევროპის ჩემპიონი (1987, 88 კგ; ჭაბუკები), მსოფლიო თასის მფლობელი (1991, 1992), მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2003), ბალტიის ზღვის ქვეყნების თასის მფლობელი (1993, 90 კგ), გერმანიის დიდი პრიზის ვიცე-ჩემპიონი (1992, 90 კგ; 1993, 90 კგ), სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1985), სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1987).
იგი 1993 წლიდან ასპარეზობდა რუსეთის სახელით.
- სხვა ოლიმპიური მიღწევები:
ძირითადი შედეგები
რედაქტირებადისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ბარსელონა, ესპანეთი | ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები | -90 კგ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი კოღუაშვილი[მკვდარი ბმული] — ქართული სპორტი