გიორგი კაჭახიძე
გიორგი ვარლამის ძე კაჭახიძე (დ. 3 თებერვალი, 1907, დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 2 დეკემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
გიორგი კაჭახიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1907 |
დაბადების ადგილი | დიდი ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 2 დეკემბერი, 1979 (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაშუალო განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა.
სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ გარშემო არსებულ ლიტერატურულ წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც. საზოგადოების ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ლიტერატორის პირველმა წიგნებმა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ვრცელი პოეტური ნაწარმოები „ის უბანი და ის კარმიდამო“, რომელიც მწერლის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი როგორც საბავშვო მწერლისა და ჟურნალების „ოქტომბრელისა“ და „პიონერის“ რედაქტორის ღვაწლი. მან არა ერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტერატურა: „ალუბლები ჰყვავიან“, „სწავლასა და სიხარულში“, „მალხაზებისათვის არც მიმღერია“ და სხვა. გიორგი კაჭახიძეს ეკუთვნის დიდი სიყვარულით დაწერილი მონოგრაფია შიო მღვიმელზე. პოეტს მინიჭებული ჰქონდა იაკობ გოგებაშვილის მედალი; დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 210, თბ., 1994