გიორგი თუმანიშვილი (პოეტი)
ქართველი პოეტი და მწიგნობარი
გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილი (დ. 1774 ― გ. 1837) — ქართველი პოეტი და მწიგნობარი. 1790-იდან იყო ჯერ ერეკლე II-ის, მერე გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი. მოგვიანებით იყო რუსეთის სახელმწიფო სამსახურში, 1820 წელს მიიღო სახელმწიფო მრჩეველის ჩინი. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის ძეგლთა შეკრებისა და გამრავლების საქმეში. მისი დავალებით გადაიწერა მრავალი ქართული ხელნაწერი. თვითონაც კალიგრაფი იყო. თუმანიშვილი ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარია. იგი არის აგრეთვე „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ინტერპოლატორი.
გიორგი თუმანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1774 |
გარდაცვალების თარიღი | 1837 |
საქმიანობა | პოეტი, მწიგნობარი და კალიგრაფი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 3, თბ., 1952
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 9.