გიორგი ვაშაკიძე
გიორგი გიულის ძე ვაშაკიძე (დ. 27 თებერვალი, 1967, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — ქართველი გენერალ-მაიორი (1993).
1985–1987 მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1989–1990 წლებში იყო გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ ერთ-ერთი შემქმნელი და სამტრედიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აფხაზეთის ომის (1992-1993) დროს თავდაპირველად მეთაურობდა გაგრის „მხედრიონის“ ფორმირებას, შემდეგ — ოჩამჩირის სამხედრო ფორმირებას.
1993–1994 წლებში ვაშაკიძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2001–2002 წლებში მუშაობდა საქართველოს წარმომადგენლად დსთ-ის შეიარაღებული ძალების საკოორდინაციო შტაბში. 2004-2013 წლებში პატიმრობაში იყო ბიზნესმენ თამაზ მაღლაკელიძის გატაცების ორგანიზების ბრალდებით. 2013 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.[1] დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1993).
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 197.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ყოფილი ხელისუფლების მიერ ბანკირის გატაცებაში ბრალდებულები სააპელაციო სასამართლომ გაამართლა, «კვირა», 14 ივლისი 2013.