გიორგი ელისაბედაშვილი
გიორგი ელისაბედაშვილი (დ. 8 ივნისი, 1881, კავთისხევი, გორის მაზრა — გ. 14 თებერვალი, 1955) — ქართველი რევოლუციონერი და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შევიდა მარქსისტულ წრეში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1900 წელს სემინარიიდან გარიცხეს. იყო თბილისის მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატთა კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა თბილისსა და ქართლში გამართულ პირველმაისობებში. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო იმერეთ-სამეგრელოს სამხედრო რაზმის უფროსი, დეკემბერში მონაწილეობდა ხარაგაულში მეფის ჯარის ნაწილების განიარაღებაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1911-1917 წლებში იყო ემიგრაციაში — საფრანგეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იბრძოდა საქართველოს დემოკრატიული რეპსუბლიკის წინააღმდეგ. 1920 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში გაასახლეს, სადაც 1921 წლის თებერვლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ-ის შრომის სახალხო კომისრის მოადგილედ. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო საქართველოს სსრ რევკომის წევრი. 1921-1923 — მუშგლეხინის სახალხო კომისარი. 1924-1925 — საქართველოს კპ(ბ) თელავის სამაზრო კომიტეტის მდივანი. 1930-1952 წლებში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს სსრ I-III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სკკპ XIX, ამიერკავკასიის V და XIII ყრილობების დელეგატი.