გიორგი ეკიზაშვილი
გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი (დ. 13 მარტი, 1943, ბათუმი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
გიორგი ეკიზაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1943 (81 წლის) |
დაბადების ადგილი | ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, პედაგოგი და ფილოლოგი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | პრემია „საბა“ და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია |
1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
არის ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, პედაგოგი, მრავალი თარგმანის ავტორი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მუშაობს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტთან არსებულ საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგად. ნათარგმნი აქვს მოლიერის, გი დე მოპასანის, ჟან პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ფრანსუაზ საგანის, ალენ რობ გრიეს, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, პიერ პეჟუს, მიშელ უელბეკის, ანდრე მორუას, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, ნატალი საროტის, სამუელ ბეკეტის და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: „ტრამალები“ (2002) და „ბილიკები“ (2006); ნოველების ორი კრებული ფრანგულ ენაზე: „თოვლი“ და „კითხვა“ (2003).
2009 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში (დ. პენაკი, „ძაღლი ძაღლი“). 2001 წელს მიიღო საფრანგეთის სახელმწიფო ორდენი — „აკადემიური პალმის ოფიცერი“, ფრანგული კულტურის წინაშე დამსახურებისათვის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გადასახლება და სამეფო : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, აგორა, 2011.
- რეკვიემი მონაზონისთვის : პიესა 2 ნაწილად და 7 სურათად : უილიამ ფოლკნერის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, აგორა, 2011.
- ბილიკები : ლექსებისა და პოეტ. თარგმანების კრებული (ავტორი). - თბილისი, აგორა, 2006.
- ლექსები (ავტორი). - თბილისი, სანი, 2002.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა