გიორგი გუბლია
გიორგი კონსტანტინეს ძე გუბლია (დ. 21 მაისი, 1928, სოფ. ყულანურხვა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 6 ნოემბერი, 2019[1]) — აფხაზი მწერალი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954). მუშაობდა სოხუმის მ. გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში აფხაზური ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ. პირველი პოეტური კრებული გამოაქვეყნა 1956 წელს. გამოქვეყნებული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული, პოემები და რომანები. თხზულებების ძირითადი მოტივი პატრიოტულია. 1990-იანი წლების დასაწყისიდან უთანაგრძნობდა სეპარატისტულ მოძრაობას აფხაზეთში.[1] დაჯილდოებული იყო დიმიტრი გულიას სახელობის ლიტერატურული პრემიით და სეპარატისტული მთავრობის ორდენი „ღირსება და დიდება“ (Ахьдз-апша, 2013).[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მოქრის კოდორი, თბ., 1964;
- ლექსები, თბ., 1971;
- დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974;
- ისევ აქა ვარ, თბ., 1977;
- ღელავდა ზღვა: ლექსები და პოემა, თბ., 1988.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 171.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Ушел из жизни поэт и прозаик Георгий Гублиа, „სპუტნიკ-აბზაზია“, 7 ნოემბერი, 2019.