გიორგი გორდაძე (პარაზიტოლოგი)
გიორგი ნესტორის ძე გორდაძე (დ. 13 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი], 1897, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 12 აპრილი, 1979, თბილისი) — ქართველი პარაზიტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).
გიორგი გორდაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 ივნისი, 1897 |
დაბ. ადგილი | კუხი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 12 აპრილი, 1979 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | პარაზიტოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1924 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. 1924-1925 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მალარიის ეპიდემიოლოგიური კერების ჩამქრობ ექსპედიციებში. 1941-1946 წლებში განაგებდა ამიერკავკასიის ფრონტის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის მალარიის საწინააღმდეგო განყოფილებას. 1946-1953 წლებში იყო ს. ვირსალაძის სახელობის მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების, ხოლო 1953-1973 წლებში — ამავე ინსტიტუტის ჰელმინთოლოგიური განყბის გამგე, 1973 წლიდან გარდაცვალებამდე — მეცნიერ-კონსულტანტი. გორდაძე შეისწავლიდა მალარიისა და ჰელმინთოზების ეპიდემიოლოგიის საკითხებს, ამ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Материалы по изучению симптоматологии карликового гименолепидоза, «Медицинская паразитология и паразитарные болезни», 1940, т. 9, в. 5.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 105.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 224.