გიორგი გაგნიძე

ქართველი მომღერალი

გიორგი გაგნიძე (დ. 9 აგვისტო, 1970, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ბარიტონი).

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თამაზ ლაფერაშვილის კლასში, სწორედ მისი რეკომენდაციით შედგა 1994 წელს მესამე კურსის სტუდენტის დებიუტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ამის შემდეგ თითქმის ათი წლის მანძილზე ასრულებდა წამყვან პარტიებს თბილისის ოპერაში.

გერმანიაში ერთ–ერთ კონკურსში გაიმარჯვა, ვაიმარის ეროვნულმა თეატრმა ხელშეკრულება დაუდო და 2003-2005 წლებში წამყვან პარტიებს ასრულებდა გერმანიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში, შემდეგ სხვა ქვეყნებშიც მიიწვიეს. საერთაშორისო აღიარება იტალიის ქალაქ ბუსეტოში 2005 წელს გამართულმა „ვერდის ხმების“ ფესტივალმა მოუტანა, სადაც ჟიურის თავმჯდომარე ხოსე კარერასი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება