გიორგი გაბაშვილის მოედანი
გიორგი (გიგო) გაბაშვილის მოედანი — მოედანი საბურთალოსა და ვაკის რაიონებში (დელისი). ვაჟა-ფშაველას გამზირსა და მიხეილ თამარაშვილის გამზირს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. 1962 წელს გიორგი გაბაშვილის სახელი ეწოდა. მოედანზე გამოდის სადგური „დელისი“, მოწყობილია მიწისქვეშა გადასასვლელი.
გიორგი გაბაშვილის მოედანი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი და ვაკის რაიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 41, ISBN 978-99928-20-35-3.