მიხეილ თამარაშვილის გამზირი
მიხეილ თამარაშვილის გამზირი — ქუჩა თბილისში, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში (ვაკე, დელისი); ილია ჭავჭავაძის მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე. წარმოადგენს ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ მაგისტრალს. გაყვანილია 1958 წელს (სიგრძე 1600 მ). 1965 წელს ეწოდა დავით გურამიშვილის ქუჩა, 1990 წელს — მიხეილ თამარაშვილისა.[1] ახლანდელი გამზირის მცირე ნაწილი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე, წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში; 1962 წლიდან გიორგი (გიგო) გაბაშვილის სახელი ერქვა.[2] 2017 წელს გიგო გაბაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩები გაერთიანდა და მიხეილ თამარაშვილის გამზირი ეწოდა.[3]
მიხეილ თამარაშვილის გამზირი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ვაკის რაიონი, საბურთალოს რაიონი |
უბანი | ვაკე, დელისი |
წინა სახელები | დავით გურამიშვილის ქუჩა, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, გიორგი (გიგო) გაბაშვილის ქუჩა |
ქუჩის მარჯვენა მხარესაა ყოფილი იპოდრომი (გაიხსნა 1959 წელს; არქიტექტორი ი. კასრაძე), მარცხენა მხარეს — ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი. ქუჩაზე, ხეივანში, იდგა კირილ შჩოლკინის ბიუსტი (მოქანდაკე გ. თოიძე, არქიტ. გ. ჩიჩუა; მოიხსნა 2008 წელს).[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი“, 2008, გვ. 86
- ↑ ენციკლოპედია „თბილისი“, 2008, გვ. 41
- ↑ ქ.თბილისში, ვაკის და საბურთალოს რაიონებში, გიგო გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებისთვის მიხეილ თამარაშვილის გამზირის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (25 ივლისი, 2017). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023