გიორგი ალექსიძე (ბიოლოგი)

ბიოლოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი ალექსიძე (დ. 1954, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი.

გიორგი ალექსიძე
დაბ. თარიღი 1954
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ბიოლოგი, მკვლევარი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

სწავლის პერიოდში სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის,მოგვიანებით ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროქიმიის ლაბორატორიაში ქომეთიანის ხელმძღვანელობით. 1975 წლიდან მუშაობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. 1986-1999 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრაზე, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წელს არჩეული იქნა მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ. 2008 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის მცენარათა ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის მაგისტრატურის ხელმძღვანელი. მის მიერ ჩატარებული ფუნდამენტური კვლევების შედეგად პირველად იქნა გამოვლენილი და შესწავლილი მცენარის ქლოროპლასტების ლექტინური სისტემა და მისი კომპონენტები. მიღებული შედეგების საფუძველზე შემოთავაზებულია ფოტოსინთეზის კალვინის ციკლის რეგულაციის მოდელი. პირველად იქნა ასევე გამოვლენილი და შესწავლილი ბირთვის ქრომატინის ლექტინური სისტემა და მისი ძირითადი კომპონენტები. მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავებულია გენეტიკური სისტემის ფუნქციონირების დღემდე უცნობი, სრულიად ახალი ტიპის რეგულატორული მექანიზმის მოდელი. პირველად იქნა გამოვლენილი მცენარეული უჯრედის გარეთა მემბრანაზე შაქრების სპეციფიკურად დაკავშირების უნარის მქონე მემბრანული რეცეპტორები და მათი სპეციფიკური ლიგანდები. ექსპერიმენტულად პირველად იქნა ნაჩვენები მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს შაქრის დამკავშირებელი მემბრანული რეცეპტორებისა და ინფორმაციის მატარებელი გლიკოკონუგატებს შორის ურთიერთქმედებას და მის შედეგად ინიცირებული სიგნალის გადაცემის პროცესებს მცენარეულ უჯრედში. მცენარეული უჯრედის მიტოქონდრიებში გამოვლენილი და შესწავლილი იქნა ლექტინური სისტემის ფუნქციონირების მოლეკულური მექანიზმები, რის საფუძველზეც მის მიერ შემოთავაზებულია სუნთქვის პროცესების რეგულაციის ახალი ტიპის მოდელი.მისი ხელმძღვანელობით პირველად გაიშიფრა მოლეკულური მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს ციტრუსოვან მცენარეთა სოკოვან დაავადებას „მალსეკოთი“ და შემუშავებულია მცენარის ამ ფიტოპათოგენისაგან დაცვის ახალი მეთოდით.პირველად მცენარიდან გამოყოფილია ჰორმონის (აუქსინის) მსგავსი მოქმედების უნარის მქონე პოლიპეპტიდური ბუნების მქონე ნაერთი. აღნიშნული ფაქტი საფუძვლად დაედო მცენარეთა ფიზიოლოგიაში ახლო მომავალში ახალი მიმართულების განვითარებას როგორიცაა პოლიპეპტიდები, მცენარის ზრდისა და განვითარების რეგულატორები და ახალი ტიპის მცენარეული ჰორმონები. სიმსივნის ბიოლოგიის შესწავლის, მრავალწლიანი თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შექმნა ახალი ანტიკანცეროგენული იმუნომოდულატორული თვისებების მქონე სამკურნალო პრეპერატი გა-40, რომელმაც წარმატებით გაიარა წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდები საქართველოს, რუსეთის, იაპონიის, ამერიკის და სხვა ქვეყნების კვლევით ინსტიტუტებსა და კლინიკებში. შესწავლილია და გაშიფრულია პრეპარატის ავთვისებიან სიმსივნის უჯრედებზე მოქმედების მოლეკულური მექანიზმები. პრეპარატი უკვე დაპატენტებულია, ლიცენზირებული, რეგისტრირებულია და დანერგილია სხვადასხვა ქვეყნებში. ამასთან ერთად მის მიერ შექმნილია და დაპატენტებულია ინფექციურ-ანთებითი და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო სრულიად უსაფრთხო და მაღალეფექტური ახალი სამკურნალო პეპარატები: GA-GEPATONIN, GA-TUBERNAK, GA-PROSTANAL, GA-GLOMURONEFRIN, GA-DIABETIN, GA-SEXONAL, GA-BRONCHONAL, GA-AUTOIMUNEX და სხვა.[1]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2002 - პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია
  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები (რედაქტორი). - თბილისი, გრიფონი, 2017 გვ. 663.- ISBN: 9789941449994
  • ეკოლოგიური ბიოქიმიის საფუძვლები (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - გვ. 444. - ISBN: 9789941170041
  • მცენარეთა ჰორმონალური რეგულაცია. ფიტოტექნოლოგია : არჩევითი კურსები ბიოლოგიის ფაკ-ტის მე-4 კურსის სტუდენტებისთვის თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. გვ. 11

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012 გვ. 93

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება