გიორგი აკროპოლიტი

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი აკროპოლიტე)

გიორგი აკროპოლიტე (ბერძ. Γεῶργιος Ἀκροπολίτης, ლათ. Georgios Akropolites; დ. 1217 ან 1220, კონსტანტინოპოლი — გ. 1282, ტრაპიზონი) — XIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზანტიელი ისტორიკოსი. მისი მთავარი თხზულება „ისტორია“ ნიკეის იმპერიის ისტორიის ძირითადი წყარო არის.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სიყმაწვილეში მამა გააგზავნა იმპერატორ იოანე III-ს კარზე. სწავლობდა ჯერ თეოდორე ჰექსაპტერიგეს, შემდეგ კი მომავალ უფლისწულ თეოდორესთან ერთად ნიკიფორე ვლემიდას ხელმძღვანელობით. 1244 წელს აყვანილ იქნა დიდი ლოგოთეტის, ანუ კონსტანტინოპოლის ეკლესიის კანცლერის რანგში. 1246 წლიდან იყო უფლისწულის მასწავლებელიც. თეოდორე 1254 წელს ავიდა ტახტზე და მრჩევლად გიორგი აკროპოლიტე გაიხადა. 1257 წელს მასვე მისვა მთავარსარდლობა, შემდეგ განაწესა დიპლომატიურ სარბიელზე. 1282 წელს დაინიშნა ელჩად ტრაპიზონის იმპერიაში. იქვე გარდაიცვალა იმავე წელს.

მისი მთავარი თხზულება „ისტორია“ წარმოადგენს ნიკიტა ქონიატეს თხზულების გაგრძელებას და აღწერს 1203-1261 წლების ამბებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 24.
  • ყაუხჩიშვილი, ს., გიორგი აკროპოლიტე // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 40-47.
  • გამყრელიძე ა., გიორგი აკროპოლიტესი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1954, ნაკვ. 31.
  • R. Macrides, "George Akropolites' Rhetoric," in E. Jeffreys (ed.), Rhetoric in Byzantium. Papers from the Thirty-fifth Spring Symposium of Byzantine Studies, Exeter College, University of Oxford, March 2001 (Aldershot, 2003), 201-211.
  • Акрополит // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб.: 1890—1907.
  • Opera, rec. A. Heisenberg, v.1, Lipsiae, 1903; Летопись... სერიაში: Византийские историки, переведенные с греческого..., СПб., 1863.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება