გიორგი ავალიანი
გიორგი ავალიანი (დ. 4 აპრილი, 1981 — გ. 21 თებერვალი, 2011) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრფია
რედაქტირებაგიორგი ავალიანი დაიბადა სოფელ ციხისეულში, ვანის რაიონში. სწავლობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მესამე ქვეითი ბატალიონის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც ოკუპანტებმა მორიგი შეტევა განახორციელეს გიორგი და მისი განუყრელი მეგობარი დავით გაფრინდაშვილი ერთ ხაზზე იბრძოდნენ. შეტევის შედეგად გაფრინდაშვილი მძიმედ დაიჭრა, რამდენიმე წუთში კი მის გვერდით კასეტური ბომბი აფეთქდა და გიორგი დაშავდა. ამის მიუხედავად ქართველმა სამხედრომ უგონო მდგომარეობაში მყოფი მისი მეგობარი ბრძოლის ველზე არ დატოვა, დაჭრილი ფეხი გადაიხვია და მხრებით ატარა. სამშვიდობოზე გამოსულმა გონება დაკარგა, მაგრამ დავით გაფრინდაშვილის სიცოცხლე იხსნა. იყო პროფესიონალი მებრძოლი. სამშვიდობო მისიით მონაწილეობას ღებულობდა ISAF- ის ოპერაციაში ავღანეთში. სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგადა დაიღუპა ჰილმენდის პროვინციაში. იყო კაპრალი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 2011 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
ლიტერატურა
რედაქტირებაგმირი, 2008-2018, ოთხოზორია-ტატუნაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. თბ., 2018, გვ. 307-308