ალენ გინზბერგი
ირვინ ალენ გინზბერგი (ინგლ. Irwin Allen Ginsberg; დ. 3 ივნისი, 1926, ნიუარკი, ნიუ-ჯერსი ― გ. 5 აპრილი, 1997) — ამერიკელი პოეტი, ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი. გინზბერგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებით „ყმუილი“ (1956). ამ უკანასკნელში წარმოდგენილია ავტორის ხედვა იმდროინდელ ამერიკაში გამეფებული მატერიალიზმისა და კონფორმიზმის დესტრუქციული ძალების შესახებ.
ალენ გინზბერგი | |
---|---|
ინგლ. Allen Ginsberg[1] | |
დაბადების თარიღი | 3 ივნისი, 1926[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [1] [13] |
დაბადების ადგილი | ნიუარკი[1] [14] [15] |
გარდაცვალების თარიღი | 5 აპრილი, 1997[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [16] [11] [12] [1] [17] [13] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | East Village, მანჰეტენი, აშშ[14] [1] [15] |
დასაფლავებულია | BNai Israel Cemetery[15] |
საქმიანობა | დრამატურგი, პოეტი[12] , მწერალი[18] , ავტობიოგრაფი, სცენარისტი[19] [20] , მუსიკოსი[21] [22] , მასწავლებელი[23] [24] [25] , ფოტოგრაფი[26] [27] და დღიურის ავტორი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | მონტკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და Eastside High School |
ჟანრი | მხატვრული დეკლამაცია[28] |
Magnum opus | Howl |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[29] , წიგნების ეროვნული პრემია, ომის მოწინაააღმდეგეთა ლიგის მშვიდობის პრემია, National Book Award for Poetry, რობერტ ფროსტის მედალი, Golden Wreath და John Jay Award |
მეუღლე | |
პარტნიორ(ებ)ი | პიტერ ორლოვსკი |
ხელმოწერა | [30] |
საიტი | allenginsberg.org[31] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა
რედაქტირებაგინზბერგმა ბავშვობა ნიუ ჯერსიში, ნიუ არკში გაატარა. მამა, ლუი გინზბერგი პოეტი იყო. დედა, ნაომი ლევი გინზბერგი, რომელიც ეპილეფსიითა და პარანოიით იყო დაავადებული, აშშ-ის კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და ხშირად დაჰყავდა ალენი და მისი ძმა პარტიის კრებებზე.
გინზბერგმა ადრეულ ასაკში დაიწყო ნიუ-იორკ ტაიმზში წერილების წერა ისეთ თემებზე, როგორიცაა მშრომელთა უფლებები და მეორე მსოფლიო ომი. სკოლის პერიოდში ალენი ხშირად დაჰყვებოდა დედას ფსიქიატრთან სეანსებზე. ამან დიდი გავლენა მოახდინა მასზე და აღწერა კიდეც ეს პერიოდი თავის გრძელ ავტობიოგრაფიულ პოემაში „კადიში ნაომი გინზბერგისთვის“.
1943 წელს გინზბერგმა უმაღლესი სკოლის დიპლომი აიღო და ცოტა ხანი მონკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში შევიდა. აქ იგი თანამშრომობდა ლიტერატურულ ჟურნალთან „Columbia Review“ და იუმორისტულ ჟურნალთან „Jester“. იყო ასევე „Philolexian Society“-ს დებატ-კლუბის პრეზიდენტი.
ნიუ-იორკელი ბიტნიკები
რედაქტირებაკოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას გინზბერგი ხვდება ლუსიენ კარს, რომელიც მას გააცნობს მომავალი ბიტნიკ მწერლებს, მათ შორის ჯეკ კერუაკს, უილიამ ბეროუზსა და ჯონ კლელოლ ჰოლმსს. მათ შორის საინტერესო საუბრები იმართებოდა ამერიკისა და ზოგადად ლიტერატურის „ახალი ხედვის“ შესახებ. კარმა გააცნო გინზბერგს ნილ კესიდიც, რომელიც განსაკუთრებით შეუყვარდა. მოგვიანებით კერუაკმა აღწერა გინზბერგისა და კესიდის შეხვედრა თავის ნოველაში „გზაზე“. კერუაკი ხედავდა მათ, როგორც „ახალი ხედვის“ ბნელ (გინზბერგი) და ნათელ (კესიდი) მხარეებს.
1948 წელს ჰარლემში გინზბერგს სმენითი ჰალუციანცია დაემართა. იგი ამტკიცებდა, რომ იმ მომენტში, როცა კითხულობდა უილიამ ბლეიკის ლექსებს, გაიგონა თავად ბლეიკის ხმა. გინზბერგმა ამ მოვლენას უწოდა ძირითადი გამოცხადება. სწორედ ეს განსაზღვრავს სამყაროს გინზბერგისეულ გაგებას. მას სჯეროდა, რომ ამით სამყაროში არსებული ურთიერთკავშირის მოწმე გახდა.
ნამუშევრები
რედაქტირება- „ყმუილი“ (1956)
- „კედიში“ (1961)
- „რეალური სენდვიჩები“ (1963)
- „The Yage Letters“ (1963)
- „პლანეტის ახალი ამბები“ (1968)
- „პირველი ცისფერები: Rags, ბალადები და ჰარმონიული სიმღერები“: 1971-1974 (1975),
- „სიბრაზის კარიბჭე: რითმული პოემები“: 1948–1951 (1972)
- „ამერიკის დაცემა“ (1973)
- „რკინის ცხენი“ (1972)
- „გონიერი არსებობები“ (1978)
- „პლუტონისეული ოდა: ლექსები“ 1977–1980 (1982)
- „რჩეული ლექსები“: 1947-1980 (1984)
- „თეთრი შენიღბული ლექსები“: 1980–1985 (1986)
- „კოსმოპოლიტური მისალოცი ლექსები“: 1986-1993 (1994)
- „ჰოული ანოტაციით“ (1995)
- „გაბრწყინებული ლექსები“ (1996)
- „რჩეული ლექსები“: 1947-1995 (1996)
- „გარდაცვალება და სახელი: ლექსები“ 1993-1997 (1999)
- „გათავისუფლებული პროზა“: 1952-1995 (2000)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალენ გინზბერგი“ ვიკისაწყობში.
- ალენ გინზბერგი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
- ალენ გინზბერგი საიტზე Internet Speculative Fiction Database
- ალენ გინზბერგი — Find a Grave-ზე
- ლექსების არქივი: ალენ გინსბერგი[მკვდარი ბმული]
- ალენ გინსბერგი საიტზე Poets.org
- MP3 ფაილები გინსბერგის შესახებ
- Spike Magazine-ის ინტერვიუ
- გინსბერგის მემორიალური გვერდი
- ალენ გინსბერგი ლოდნონში. ვიდეო მასალა, გადაღებული 1995 წლის 19 ოქტომბერს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Library of Congress Library of Congress Name Authority File
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 RKDartists
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 Luminous-Lint — 2005.
- ↑ 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive
- ↑ 13.0 13.1 Munzinger Personen
- ↑ 14.0 14.1 The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ 15.0 15.1 15.2 Find a Grave — 1996.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Hampton W. Allen Ginsberg, Master Poet of Beat Generation, Dies at 70 / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1997. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ http://www.nytimes.com/movie/review?res=9906E5D61E38F936A1575BC0A96F958260
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ http://www.allaboutjazz.com/ginsbergs-america-and-jazz-by-aaj-staff.php
- ↑ Allmusic — 1991.
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/07407709908571306
- ↑ http://www.huffingtonpost.com/joe-woodward/hagiography-writing-the-l_b_802072.html
- ↑ http://www.huffingtonpost.com/michele-somerville/post_863_b_719676.html
- ↑ http://www.sfgate.com/books/article/Allen-Ginsberg-photos-in-S-F-exhibit-4540069.php
- ↑ http://www.npr.org/templates/story/story.php?storyId=4057152
- ↑ http://www.musicstack.com/genre/spoken-word
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ Flickr — 2004.
- ↑ COURAGE Registry