გიზო ვლადიმერის ძე ჭელიძე (დ. 15 დეკემბერი, 1931, ლიხაური, ოზურგეთის რაიონი — გ. 5 ივნისი, 2012) — ქართველი ფილოლოგი, ფოლკლორისტი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1939-1950 წლებში, სწავლობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ლიხაურის საშუალო სკოლაში. 1950 წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1955 წელს წარჩინებით. მუშაობდა 1956-1958 წლებში, ბათუმის რაიონულ გაზეთ „კოლმეურნის გზის“ რედაქციაში ლიტერატურულ თანამშრომლად, 1958-1965 წლებში — მახარაძის (ამჟამინდელი ოზურგეთის) რაიონული გაზეთის „ლენინის დროშის“ (ამჟამინდელი „ალიონის“) რედაქციაში კორექტორად, შემდგომში განყოფილების გამგედ. 1964 წლის სექტემბერში ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ასპირანტად, მისი ხელმძღვანელი პროფესორი მიხეილ ჩიქოვანი იყო, დაამთავრა 1967 წელს. 1969 წლის 25 სექტემბერს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თემაზე „მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების ფოლკლორული წყაროები“. 1994 წლის 8 მარტს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ქართული ხალხური დრამა“. დასტამბული აქვს 40 ნაშრომი. გიზო ჭელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა ჯერ კიდევ სტუდენტობისას 1954 წელს, „ილია ჭავჭავაძის დაუმთავრებელი მოთხრობები“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭელიძე გ., აზრი და სიტყვა ალალ-მართალი-პაპის სიბრძნეზე ჩამონათალი, თბ., 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება