გივი მინდელი
გივი ვალერიანის ძე მინდელი (დ. 1929 — გ. იანვარი, 2011) — ქართველი მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში. საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული აკადემიის წევრი (1995). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983). 1953 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1970 წლიდან იყო მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი. ამავე დროს 1974 წლიდან საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება სამთო საქმის ელექტრიფიკაციის პრობლემებს, მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიას და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).[1]
გივი მინდელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1929 |
გარდ. თარიღი | იანვარი, 2011 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
მუშაობის ადგილი | მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969) |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი (1970) |
ჯილდოები | |
სამეცნიერო სფერო | ელექტროტექნიკა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 698, ISBN 99928-20-32-2.