გივი მაზმიშვილი
გივი მაზმიშვილი (დ. 4 ივლისი, 1948, კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი.
გივი მაზმიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 ივლისი, 1948 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1975 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.
1968-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ №1 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად. 1973-1978 წლებში მუშაობდა საქართველოს საშენი მასალების სამინისტროს გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად. 1978-1979 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ №8 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. 1980-1986 წლებში ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად. 1986-1987 წლებში იყო ქ. რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში. 1987-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ №2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი „არქმშენინსპექციის“ ქვემო ქართლის „არქმშენინსპექციის“ უფროსი. 2005-2008 წლებში მუშაობდა შპს „მაგისტრალის“ დირექტორად. 2011 წლიდან შპს „გზატკეცილის“ მთავარ ინჟინრად. მისი აქტიური მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ქ. რუსთავის მეტალურგიული, ქიმბოჭკოს, ცენტროლიტის, ამწემშენებლის, ლითონკონსტრუქციებისა და გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნების, ასევე ქ. რუსთავის ქიმიური, ხის გადამამუშავებული და რკინაბეტონის კომბინატების მთელი რიგი ობიექტები. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ რუსთავის აღმშენებლობის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით აშენდა კინოთეატრი „ოქტომბერი“, სავაჭრო ცენტრი მე-20 მ/რ-ში, ტექნიკური სასწავლებელი მე-16 მ/რ-ში, მსხვილბლოკიანი 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლები ქალაქის მთელ რიგ მიკრორაიონებში და ჭყონდიდელის დასახლებაში, კინოთეატრი ქ. გარდაბანში და სხვა. მისი მონაწილეობით დაპროექტებულ იქნა და აშენდა შპს „შალვინო“-ს ღვინის ქარხანა გურჯაანის რაიონის სოფ. კარდანახში, „სამტრესტის“ ღვინის ქარხნის ფილიალი დონეცკის ოლქში, თბილისსა და რუსთავში ბეტონის ქარხნები, მარჯვენა სანაპიროს კავშირგაბმულობის მიწისქვსშა და მიწისზედა ქსელები ქ. რუსთავში. ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში განხორციელდა 300000 კვ. მ. ა/ბეტონის საფარის მოწყობა საავტომობილო მაგისტრალებზე. მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.
ჯილდოები
რედაქტირება- 1970 — მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. თბ., 2021, გვ. 174-175