გივი თუმანიშვილი
ქართველი პოეტი და კალიგრაფი
გივი ზურაბის ძე თუმანიშვილი — XVII-XVIII საუკუნეების ქართველი პოეტი და კალიგრაფი.
გივი თუმანიშვილი | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი |
1688-1721 წლებში იყო ერეკლე I-ის, არჩილ II-ის, ლევან ბატონიშვილისა და ვახტანგ VI-ის კარის მდივან-მწიგნობარი. 1701-1705 წლებში არჩილ II-ის დავალებით გადაწერა „არჩილიანი“ (S- 425). 1721 ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღწერა საბარათიანო. მისი ლექსები დაცულია ხელნაწერების (S-424, Q-548) სახით. თუმანიშვილს ეკუთვნის ვახტანგ VI-ის ეპიტაფია.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი ე., ვახტანგ VI-ის ეპიტაფიის ავტორი, „თსუ შრომები“, 1951, ტ. 43
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 9.