გიგოს საყდარიეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. მდებარეობს სოფელში, მდ. ძამის ხეობაში, მაღლობზე. თარიღდება XVII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, სარკმლისა და შესასვლელის წირთხლები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით მცირე ნიშია. მეორე სარკმელი დასავლეთითაა, შესასვლელი თავზე. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრითა და საბჯენი თაღებით.

მოხატულობა

რედაქტირება

დასავლეთის ფასადზე შესასვლელის შეისრული თაღი მორთულია ფიგურულ-რელიეფური კომპოზიციით. ცენტრში გამოსახულია შარავანდმოსილი ნახევარფიგურა. მას ცალ ხელში სახარება უჭირავს, მეორეთი კი აკურთხებს. თავთან, ორივე მხარეს, მრგვალი მედალიონებია. მარცხენა მედალიონში ანგელოზის ნახევარფიგურაა, მარჯვენა შეუვსებელია. კომპოზიციის ქვემოთ ფრინველთა რელიეფებია. აღმოსავლეთის სარკმელთან გველეშაპი, ხოლო დასავლეთის სარკმლის ქვემოთ ირემია გამოსახული.

ლიტერატურა

რედაქტირება