გიორგი ხუბუა
გიორგი ხუბუა (დ. 7 იანვარი, 1964, უშაფათი, სენაკის რაიონი) — ქართველი იურისტი, სამართლის ფილოსოფოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი (აპრილი, 2006 — აგვისტო, 2010). ეკუთვნის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო. არის მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი. ამჟამად მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
გიორგი ხუბუა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 იანვარი, 1964 (60 წლის) |
დაბ. ადგილი | უშაფათი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | იურისტი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
განათლება და მოღვაწეობა
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირებაგიორგი ხუბუამ დაამთავრა სენაკის რაიონის, სოფელ უშაფათის საშუალო სკოლა 1980 წელს. 1980-1985 წლებში სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობით, 1987—1990 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სპეციალობაზე. 1995 წელს იმყოფებოდა სახელმწიფო მმართველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია), როგორც კონრად-ადენაუერის-ფონდის სტიპენდიატი. 1997 წელს მოღვაწეობდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერის გერმანული ფედერალიზმის ინსტიტუტში. 1999 წელს კი იყო მაქს პლანკის საზოგადოების სამეცნიერო სტიპენდიატი ჰაიდელბერგში. 2000 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი“. 2003-2004 წელს გიორგი ხუბუა იყო ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიატი მიუნხენის უნივერსიტეტის სამართლის ფილოსოფიისა და სამართლებრივი ინფორმატიკის ინსტიტუტში. 2002 წელს საქმიანობდა ბერნის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ინსტიტუტში (შვეიცარია) და 2004 წელს ათენის უნივერსიტეტის ევროპის კონსტიტუციური სამართლის კვლევის ცენტრში (საბერძნეთი).
პროფესიული საქმიანობა
რედაქტირება1995 წლიდან გია ხუბუა იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდგომში თსუ-ს სოხუმის ფილიალის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ხოლო 1991-2006 წლებში საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი სოხუმის უნივერსიტეტში. 1991-1998 წლებშისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1999 წლიდან 2005 წლამდე გიორგი ხუბუა იკავებდა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას. 2005 წლიდან დღემდე არის თსუ-ს სამართლის მეთოდების, სამართლის ფილოსოფიისა და სამართლის სოციოლოგიის პროფესორი. 2006 წელს გია ხუბუა დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, ამ თანამდებობას იკავებდა 2010 წლამდე. 2010-2012 წლებში მოღვაწეობდა ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) ხოლო 2012-2013 წლებში იყო ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი. 2013 წლიდან არის გერმანულ-ქართული სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი. არის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის მიმართულების "ენერგია და გეოპოლიტიკა" აკადემიური ხელმძღვანელი. 2024 წელს გახდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.[1]
სხვა შრომითი საქმიანობა
რედაქტირება- საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანებათა წევრობა:
- კანონმდებლობის ხელშემწყობი ევროპული საზოგადოების წევრი;
- სამართლის ფილოსოფიის, თეორიისა და სამართლის სოციოლოგიის საერთაშორისო გაერთიანების წევრი;
- პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
სამეცნიერო ნაშრომები
რედაქტირება- ფედერალიზმის ცნების საკითხისათვის, სამართალი, 1998წ. , 9-10, გვ. 31-43
- ფედერალიზმი და სუვერენიტეტის პრობლემა, სამართლებრივი რეფორმები, 1, გვ. 61-70
- ფედერალიზმის ანტინომიები, ცხოვრება და სამართალი, 1, გვ. 12-22
- ფედერალიზმი და რეგიონალიზმი, ცხოვრება და სამართალი, 1998წ., 9-20
- სამართალი და პოლიტიკა, სერგო ჯორბენაზის 70 წლის იუბილესადმი მიძრვნილი კონფერენციის მასალები, გვ. 59-68
- ფედერალიზმი და სუბსიდიურობის პრინციპი, სამართალი, 1999წ., 5, გვ. 19-34
- ფედერალიზმი და ეთნიკური კონფლიქტები, სამართალი, 1999წ., 6-7, გვ. 14-27
- ფედერალიზმი და ავტონომია, სამართალი, 1999წ., 1, გვ. 15-30
- შეზღუდვა თუ შებოჭვა? კონსტიტუციური ტერმინის მნიშვნელობისათვის, ადამიანი და კონსტიტუცია, 2000წ., 1, გვ. 62-68
- ფედერალური საქართველო? ადამიანი და კონსტიტუცია, 2000წ., 4.
- Khubua, G. , Johannes Ch. Traut (Editors), Federalism and Decentralization. Perspektives for the Transformation Process in Eastern and Central Europe, (auf Englisch).
- Khubua, G.G (2000): Aspects of the Georgian-Abkhazian Conflict. Conference at Moscow, Russia, März 2000, 147-173
- სამართლის ფილოსოფიის ცნების საკითხისათვის, პროფ. გ.ინწკირველის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებული, 2002წ., გვ. 21-33
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ფედერალური წესრიგის დუალიზმი: ინტეგრაციული და დეზინტეგრაციული ელემენტი მართვის ფედერალურ სისტემებში, (1999)
- ფედერალიზმი და სეცესიის უფლება (1999)
- ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი (2000)
- სამართალი და ენა (პ.ცნობილაძე, ვ.ხმალაძე, ნ.მეტრეველი, ო.კაპანაძე) - როგორ იქმნება კანონი (2000)
- კონსტიტუციური მართლმსაჯულება გერმანიაში (ი.ტრაუტთან თანაავტორობით) (2001)
- ფედერალიზმი, რეგიონალიზმი და ავტონომია (ი.ტრაუტთან თანაავტორობით) (2001)
- სამართლის თეორია (2004)
- საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები (ავტორთა კოლექტივი კ.კორკელია, კ.კუბლაშვილი, ლ.იზორია) (2004)
- Georgia in transition: experiences and perspectives/ Lorenc King; Giorgi Khubua (eds.), 2009
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა - პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დღეს ახლად დანიშნულ რექტორს შეხვდა“. www.interpressnews.ge. 23 ივლისი, 2024. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)