გია ბენაშვილი
გიორგი (გია) ბენაშვილი (დ. 30 სექტემბერი, 1964, თბილისი)[1] — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი.
გია ბენაშვილი | |
---|---|
დაბ. სახელი | გიორგი ბენაშვილი |
დაბადების თარიღი | 30 სექტემბერი, 1964 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ვ. ი. ლენინის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის იურიდიული ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
1986 წელს დაამთავრა ვ. ი. ლენინის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის იურიდიული ინსტიტუტი.
1986-1988 წლებში საწარმოო გაერთიანება „ანალიტხელსაწოს“ უფროსი ინჟინერი; 1988-1991 წლებში სსრ უშიშროების კომიტეტის ოპერთანამშრომელი; 1991-1992 წლებში სრ უშიშროების სამინისტროს უფროსი ოპერრწმუნებული; 1992-1993 წლებში საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ოპერრწმუნებული; 1993-1994 წლებში საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი ოპერრწმუნებული; 1994-1996 წლებში საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურის ცვლის უფროსი; 1996-1998 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ოპერსამსახურის სამსახურის უფროსი; 1998-2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე; 2003-2005 წლებში საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2007 წლებში ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2007-2008 წლებში შპს „კალა-კაპიტალის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2008-2009 წლებში შპს „ყაზტრანსგაზის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2009-2013 წლებში შპს „რომპეტროლის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2013-2014 წლებში შპს „ყაზტრანსგაზის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2014-2015 წლებში შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეცმმართველი; 2015-2016 წლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი; 2016 წელს შპს „ყაზტრანსგაზი-თბილისის“ სპეციალური მმართველი.
2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გია ბენაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გია ბენაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გია ბენაშვილ. declaration.gov.ge (1 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.