გვერდნი
გვერდნი, გუერდნი, საგალობელთა კრებული. ქრისტიანულ ეკლესიაში ლიტურგიულ ჰიმნთა რამდენიმე კრებული არსებობდა. ეს ჰიმნები ანუ საგალობელნი ემყარებოდნენ მუსიკალურ ბგერათა გარკვეულ სისტემას. თავდაპირველად ბიზანტიაში საგალობლები ოთხი ხმის სისტემას ემყარებოდა. VIII საუკუნეში იოანე დამასკელმა ამ ოთხ ძირითად ხმას, რომელთაც „ექოჲ კვირიოჲ“ — ქართლად „ჴმანი უფალნი“ ანუ „მთავარნი“ ეწოდებოდა, დაუმატა ოთხი სხვა ხმა, რომელთაც „ექოჲ პლაგიოჲ“ — ქართულად "ჴმანი გვერდითნი" ეწოდა.
ქართულ საგალობელთა კრებულები ორ წიგნად ყოფილა დაყოფილი უშუალოდ ხმების მიხედვით.; პირველში მოთავსებული ყოფილა 4 ძირითადი (ავთენტიკური) ხმის ჰიმნი და ეწოდებოდა „ჴმანი“, მეორეში — დანარჩენი 4 დამხმარე (პლაგიური) ხმისა, რომლებსაც „გუერდნი“ ეწოდებოდათ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
- მეტრეველი ე., ძლისპირნი და ღმრთის მშობლისანი, თბ., 1971;
- როსებაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 141.