გვერდელა (ლათ. Pimpinella saxifraga) — მრავალწოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. იზრდება მდელოებსა და სტეპებში, ბუჩქნარებს შორის. ღერო სწორმდგომია, სიმაღლე 15-80 სმ.

გვერდელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ქოლგოსანნი
ლათინური სახელი
Pimpinella saxifraga

ყვავის ივნის-აგვისტოში. გვერდელა ძირითადად შეიცავს ეთერზეთებსა და კუმარინის დერივატებს, მცირე რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებსა და ფისს.

ფესვების ექსტრატი გამოიყენება ლორწოვანი გარსის დამამშვიდებელი და ხველების საწინააღმდეგო საშუალებების დასამზადებლად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება