გველის ალფა (Alpha Serpentis) — ორმაგი ვარსკვლავი ეკვატორული გველის თანავარსკვლავედის თავში. მისი ტრადიციული სახელი უნუკალჰაია. მისი ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე 2,6-ია, რის გამოც ის ყველაზე კაშკაშაა თანავარსკვლავედში და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დედამიწის უმეტესი ადგილიდან. პარალაქსური გაზომვების მიხედვით, ამ ვარსკვლავამდე მანძილი დაახლოებით 74 სინათლის წელიწადია (23 პარსეკი).

მახასიათებლები

რედაქტირება

გველის ალფა გიგანტური ვარსკვლავია ვარსკვლავური კლასიფიკაციით K2 III, რომელმაც ამოწურა ბირთვში არსებული წყალბადის საწვავი და მთავარი მიმდევრობიდან გადავიდა. ინტერფერომეტრული გაზომვებით ამ ვარსკვლავის კუთხური დიამეტრი 4,85 ± 0,05 მილიარკწამია, რომელიც, მის მიახლოებითი დაშორების მიხედვით, მზის ფიზიკურ რადიუსს 12-ჯერ აღემატება. გარე გარსის ეფექტური ტემპერატურა 4498 კელვინია, რომელიც მას ნარინჯისფერ იერს აძლევს, ეს კი K ტიპის ვარსკვლავის მახასიათებელია.

ეს ვარსკვლავი 38 მზის სიკაშკაშეს ასხივებს, ხოლო სხვა 32 მზის სიკაშკაშე ინფრაწითელ დიაპაზონში გამოსხივდება. +11,8 მაგნიტუდიანი კომპანიონის კუთხური დაშორება 58 არკწამია გველის ალფადან, ხოლო 13 მაგნიტუდიანი ვარსკვლავი მდებარეობს 2,3 არწუთის მოშორებით.