მზის სიკაშკაშე
მზის სიკაშკაშე (L☉) — გამოსხივების ნაკადის (გამოსხივებული ენერგია ფოტონების სახით) საზომი ერთეული, რომელსაც ასტრონომები ვარსკვლავების სიკაშკაშის გასაზომად იყენებენ. ერთი მზის სიკაშკაშე ტოლია ამჟამინდელი მზის სიკაშკაშის ინტენსივობის, რომელიც 3,846 x 1026 ვატი ან 3,846 x 1033 ერგი/წამია.[2] ეს არ მოიცავს მზის ნეიტრინულ სიკაშკაშეს, რომელიც 0,023L☉-ს დაამატებდა ამ მნიშვნელობას.[3] მზე სუსტად ცვალებადი ვარსკვლავია და, აქედან გამომდინარე, მისი სიკაშკაშე ფლუქტუირებს.[4] ყველაზე დიდი ფლუქტუაცია არის 11 წლიანი მზიური ციკლი (მზის ლაქის ციკლი), რომელიც იწვევს პერიოდულ ცვალებადობას დაახლოებით ±0.1 %-ს. უკანასკნელი 200-300 წლის მანძილზე ნებისმიერი სხვა ცვალებადობა ამაზე ბევრად ნაკლებია.[5]
განსაზღვრა
რედაქტირებამზის სიკაშკაშე დაკავშირებულია მზის გამოსხივებასთან (მზიური მუდმივა), რომელიც დედამიწაზე არსებული ხელსაწყოებით ან ორბიტაზე მყოფი ხელოვნური თანამგზავრებით იზომება. მზის გამოსხივება პასუხისმგებელია ორბიტალურ ძალდატანებაზე, რომელიც მილანკოვიჩის ციკლებს იწვევს, ეს კი დედამიწაზე ყინულოვან ციკლებს განსაზღვრავს. დედამიწის ზედა ატმოსფეროში არსებულ საშუალო გამოსხივებას ზოგჯერ მზიურ მუდმივას უწოდებენ — I☉. გამოსხივება განისაზღვრება სიმძლავრით ერთეულოვან ფართობზე, ამიტომ მზის სიკაშკაშე (მზის მიერ გამოსხივებული მთელი ენერგია) არის დედამიწაზე მიღებული გამოსხივება (მზიური მუდმივა) გამრავლებული იმ სფეროს ფართობზე, რომლის რადიუსი არის 1 ასტრონომიული ერთეული:
სადაც A არის მანძილის საზომი ერთეული (ასტრონომიული ერთეულის მნიშვნელობა მეტრებში) და k არის მუდმივა (მისი მნიშვნელობა ერთთან ძალიან მიახლოებულია), რომელიც ითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ მზესა და დედამიწას შორის მანძილი ზუსტად ერთი ასტრონომიული ერთეული არ არის.
მეტი ინფორმაციისთვის
რედაქტირება- Sackmann, I.-J.; Boothroyd, A. I. (2003), "Our Sun. V. A Bright Young Sun Consistent with Helioseismology and Warm Temperatures on Ancient Earth and Mars", Astrophys. J. 583 (2): 1024–39,
- Foukal, P.; Fröhlich, C.; Spruit, H.; Wigley, T. M. L. (2006), "Variations in solar luminosity and their effect on the Earth's climate", Nature 443 (7108): 161–66, , PMID 16971941, http://www.nature.com/nature/journal/v443/n7108/abs/nature05072.html
- Pelletier, Jon D. (1996), "Variations in Solar Luminosity from Timescales of Minutes to Months", Astrophys. J. 463 (1): L41–L45, , http://www.iop.org/EJ/article/1538-4357/463/1/L41/5605.text.html
- Stoykova, D. A.; Shopov, Y. Y.; Ford, D.; Georgiev, L. N.; Tsankov, L. (1999), „Powerful Millennial-Scale Solar Luminosity Cycles and Their Influence Over Past Climates and Geomagnetic Field“, Proceedings of the AGU Chapman Conference: Mechanisms of Millennial Scale Global Climate Change, http://www.ncdc.noaa.gov/paleo/chapconf/stoykova_abs.html
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- LISIRD: LASP Interactive Solar Irradiance Datacenter დაარქივებული 2012-05-11 საიტზე Wayback Machine.
- Solar Luminosity
- Variation of Solar Luminosity დაარქივებული 2003-11-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ribas, Ignasi (February 2010). „Solar and Stellar Variability: Impact on Earth and Planets, Proceedings of the International Astronomical Union, IAU Symposium“. Proceedings of the International Astronomical Union. 264: 3–18. arXiv:0911.4872. Bibcode:2010IAUS..264....3R. doi:10.1017/S1743921309992298თარგი:Inconsistent citations დაიგნორებულია
|contribution=
(დახმარება) - ↑ Williams, David R.. (1 July 2013) Sun Fact Sheet — Sun/Earth Comparison. National Aeronautics and Space Administration. ციტირების თარიღი: 13 April 2014.
- ↑ Bahcall, John N. (1989). Neutrino Astrophysics. Cambridge University Press, გვ. 79. ISBN 978-0-521-37975-5.
- ↑ doi:10.1029/2012GL052950
This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand - ↑ Noerdlinger, Peter D. (2008). „Solar Mass Loss, the Astronomical Unit, and the Scale of the Solar System“. Celestial Mechanics and Dynamical Astronomy. 801: 3807. arXiv:0801.3807. Bibcode:2008arXiv0801.3807N.