გვანდრის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
გვანდრის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2950 მ. აგებულია კაბრიულისწინა და ქვედა პალეოზოური ფიქლებით. მოქცეულია თოვლისა და მყინვარების ზონაში. საცალფეხო ბილიკით აფხაზეთს აკავშირებს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.
გვანდრის უღელტეხილი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2950 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.