გეუმჯეონგსანსეონგი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 25 ოქტომბერი 2020. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

გეუმჯეონგსანსეონგი (კორ. 금정산성) (სიტყვასიტყვით მთა გეუნგჯეონგის ციხე-სიმაგრე ან გეუმჯეონგის ციხე-სიმაგრე) — დღესდღეობით ყველაზე დიდი მთის ციხე-სიმაგრე კორეის რესპუბლიკაში. ის მდებარეობს გეუმჯეონგსანში, ქალაქ პუსანში.

გეუმჯეონგსანსეონგი

1592 წელს იაპონიის თავადსხმის და 1627 ელს მანჩუს თავდასხმის და ისევ 1637 წელს შემოჭრის გამო, ეროვნული თავდაცვის გაძლიერება გახდა საჭირო, განსაკუთრებით კი ზღვის მხარის, რადგან სწორედ ზღვის მხრიდან უტევდა ქალაქს მტერი. ამ ცნობის დამადასტურებელი იყო ციხესიმაგრის აშენება 29 წელში (1703) მეფე სუკჯონგის მმართველობის პერიოდში. შიდა და გარე კედლები ძირითადად აგებული იყო ბუნებრივი ქვებით, მაგრამ სუსტი ნაწილი გამაგრებული იყო ხელოვნურად დამუშავებული კვადრატული ფორმის ქვის ბლოკებით. კედლის სიგრძე დაახლოებით 17 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მისი სიმაღლე 1.5 მეტრიდან 3 მეტრამდეა. ფართობი, რომელიც ციხე-სიმაგრეს უკავია დაახლოებით 8.2 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ნათელია, რომ ციხე-სიმაგრეები 1700 წლამდე იყო აგებული. საზღვაო მეთაური ი ჩი-ჰონგი 1667 წლის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ იმ ადგილზე, სადაც ეს ციხეა განლაგებული ძველი ციხესიმაგრის ნაშთები არსებობდა. ციხესიმაგრის მშენებლობა 1701 წელს დაიწყო გიეონგსანგ-დოს გუბერნატორ ჯო თაე-დონგის რეკომენდაციით და დასრულდა 1702 წელს. 1707 წელს კედლები ციხესიმაგრის ძირითადი სტრუქტურის გარშემო აშენდა. ეს ციხესიმაგრე გამოუსადეგარი გახდა, რადგან ის ძალიან დიდი იყო და მისი შენახვა და შენარჩუნება ძნელი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ცარიელი იდგა ასი წლის განმავლობაში, ის აღდგა 1807 წელს, მეფე სუნჯოს მმართველობის მეშვიდე წელს. ოჰ ჰან-ვონმა , დონგნაეს მოსამართლემ, თავის თავზე აიღო დასავლეთის კარბჭის მშენებლობის პასუხისმგებლობა, მომდევნო წლებში კი დანარჩენი კარიბჭეების. არსებობს ჭიშკრების მშენებლობის ვადების ჩანაწერებიც.

ციხესიმაგრე განადგურდა იაპონიის ოკუპაციის პერიოდში (1910-1945), მაგრამ აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 1972 წელს. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის ჭიშკრებს რესტავრაცია 1974 წელს ჩაუტარდათ, ხოლო ჩრდილოეთის ჭიშკრის აღდგენა 1989 წელს მოხდა. დღესდღეობით, რესტავრატორების ძალისხმევით, კედლების უმეტესობა და ოთხი ჭიშკარი ისევ დგას. არსებული 4 სათვალთავლო კოშკიდან, კოშკი ნომერი 1 (제1망루), რომელიც სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს გაანადგურა ტაიფუნმა რუსამ 2002 წლის 1 სექტემბრის, დილით.[1] სამხრეთ კარიბჭის მიმდებარე ტერიტორია პოპულარულ დასასვენებელ ადგილად ითვლება. დასავლეთის კარიბჭე მიუხედავად იმისა, რომ ოთხ კარიბჭეს შორის ყველაზე შთამბეჭდავია, ნაკლები დამთვალიერებელი ჰყავს, რადგან ნაკლებად ხელმისაწვდომი.

აღდგენითი სამუშაოები

რედაქტირება
 
ციხე-სიმაგრის კედლები

მას შემდეგ, რაც ციხესიმაგრე განადგურდა იაპონიის ოკუპაციის დროს, აღდგენითი სამუშაოები 1972 წელს დაიწყო. 1974 წელს აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კარიბჭეებს რესტავრაცია ჩაუტარდათ, ჩრდილოეთის კარიბჭე კი 1989 წელს აღადგინეს.

აღდგენითი სამუშაოების უმეტესობა წარმოებული იქნა ქალაქი პუსანის საკრებულოს მიერ, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. ეს რესტავრაცია 1996 წლიდან 2010 წლამდე გრძელდებოდა და დაყოფილი იყო სამ ფაზად, თითო ფაზა მოიცავდა 5 წელს, საერთო ჯამში კი აღდგენითი სამუშაოები 15 წელი მიმდინარეობდა.

  • 1 ფაზა (1996–2000) - მოიცავს დასავლეთის რეგიონს, გადის ჩრდილოეთისა და დასავლეთის კარიბჭეებზე.
  • 2 ფაზა (2000–2005) - მოიცავს კედლის აღმოსავლეთის მხარის სექციას, გადის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ჭიშკრებზე. ასევე მოიცავს 3 და 4 სათვალთვალო კოშკებს.
  • 3 ფაზა (2006–2010) - მოიცავს ყველაფერს სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჭიშკრებს, მათ შორის სამხრეთის ჭიშკარსაც და 1 და 2 სათვალთვალო კოშკებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. „문화재 금정산성 제1망루 태풍에 파손“ 문화재 금정산성 제1망루 태풍에 파손 (კორეული). Yonhap News Agency. 2002-09-01. ციტირების თარიღი: 2007-09-11.