გესნერიასებრნი
გესნერიასებრნი (ლათ. Gesneriaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან ხეები, ზოგჯერ ლიანები. ტროპიკული გესნერიასებრთაგან ბევრი ეპიფიტია. აქვს დიდი, მკვეთრად შეფერილი ორსქესიანი ყვავილები.
გესნერიასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Haberlea rhodopensis | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Gesneriaceae | ||||||||||||||
|
აერთიანებს 1800-ზე მეტ სახეობას, რომლებიც უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. გენერიასებრთა ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით გლოქსინია და უზამბარის ია, ოთახისა და ორანჟერეის დეკორატიული მცენარეებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 129.