გეოგრაფიული საზოგადოების მყინვარი
გეოგრაფიული საზოგადოების მყინვარი (ტაჯ. пиряхи Ҷамъияти Географӣ, pirjachi Dżamijati Geografi) — დენდრიტული მყინვარი ცენტრალურ პამირში, ტაჯიკეთში. მდებარეობს მდინარე ვანჩის ზემოთში, მეცნიერებათა აკადემიისა და დარვაზის ქედებს შორის. სიგრძე 24,2 კმ, ფართობი 64,4 კმ². ფირნის ხაზი მდებარეობს 4200 მ სიმაღლეზე. მყინვარის ენა ეშვება 2580 მ-მდე.[1] მყინვარი აღმოჩინეს პ. კოსტენკოვმა და პ. ბესედინმა 1882 წელს. სახელი ეწოდა 1928 წელს.[2]
გეოგრაფიული საზოგადოების მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 38°45′ ჩ. გ. 72°08′ ა. გ. / 38.750° ჩ. გ. 72.133° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი |
ფართობი | 64,4 კმ² |
სიგრძე | 24,2 კმ |
ტიპი | დენდრიტული |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Большая российская энциклопедия | Географического общества ледник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-06. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
- ↑ Ледник Русского Географического Общества