გენდრი
გენდრი (ინგლ. Gendry) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1998 წელს გამოცემულ წიგნში „მეფეთა ჯახი“, მოგვიანებით კი ჩნდება წიგნებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000) და „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ჯო დემპსიმ.
ლორდი გენდრი ბარათეონი, ასევე ცნობილი როგორც გენდრი, არის მეფე რობერტ ბარათეონის უკანონო ვაჟი. გენდრი არის რობერტის ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, ამიტომაც დეინერის ტარგარიენმა ის კანონიერ მეფედ გამოაცხადა და გახდა ბარათეონთა სახლის ლიდერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგენდრი არის რობერტ ბარათეონის უკანასკნელი გადარჩენილი ვაჟი. მთელი ბავშვობის განმავლობაში გენდრის წარმოდგენა არ ჰქონდა თავისი წარმომავლობის შესახებ. გენდრის, ისევე როგორც მის ნახევარძმებს, არ მიუღიათ უკანონო შვილის გვარი რივერსი, რადგან ისინი არ ყოფილან აღიარებულნი რობერტის მიერ.
გენდრიმ მთელი ცხოვრება მეფის საბიჯელში გაატარა. დედამისი მეძავი იყო და მას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა სქესობრივი კავშირი რობერტთან, ამიტომ შვილს არასდროს სმენოდა მამის არსებობის შესახებ. გენდრი გაიზარდა ქალაქის ყველაზე ღარიბ უბანში, სადაც ის ყავისფერი ნახარშით გადარჩა რომელიც სავარაუდოდ ქათმის ხორცის იყო. გენდრის დედა პატარაობაში დაეღუპა, როდესაც ის გაიზარდა, ერთ-ერთმა ლორდმა გადაიხადა მისი შეგირდობის საფასური, რათა მჭედელი გამხდარიყო. შემდეგ მან დაიწყო მუშაობა, როგორც შეგირდად მჭედელი ტობჰო მოტის მეთაურობით, ოსტატი იარაღის მწარმოებელი კოჰორიდან, ამზადებდა მაღალი კლასის ჯავშანსა და იარაღს თავადაზნაურებისთვის. გენდრი თავის საქმეში ძალიან დახელოვნებული გახდა და მძიმე ფიზიკური შრომა აყალიბებდა მას ძლიერ ახალგაზრდად - ირონიულად ატრიალებდა მძიმე მჭედლის ჩაქუჩს ისე, როგორც რობერტი ახალგაზრდობაში. გენდრი ტობო მოტის მეთაურობით 10 წელი მუშაობდა