არჩილ გელოვანი

ქართველი საბჭოთა გენერალი
(გადამისამართდა გვერდიდან გელოვანი, არჩილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელოვანი.

არჩილ გელოვანი (დ. 14 ნოემბერი, 1915 — გ. 19 აგვისტო, 1978) — საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი (1977), უკრაინისა (1962) და რსფსრ-ს (1971) დამსახურებული ინჟინერი. დაიბადა საქართველოში, სოფელ სპათაგორში 1915 წელს. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (1936) და ლენინგრადის ფელიქს ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი (1939) წელს. 1939 წლიდან მსახურობდა არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო-საზღვაო და საფორტიფიკაციო მშენებლობებს. 1945 წლიდან იყო შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, 1949 წლიდან — სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1953 წლიდან კი — იმავე სამმართველოს უფროსი და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწე მშენებლობის დარგში. 1964–1969 წლებში იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხედრო საბჭოს წევრი, 1969–1971 წლებში კი — სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, 1971–1974 წლებში — სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის უფროსი, 1974–1978 წლებში კი — სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მშენებლობისა და ჯარების განლაგების დარგში. ლენინური (1968) და სსრკ სახელმწიფო (1977) პრემიების ლაურეატი.

არჩილ გელოვანი

არჩილ გელოვანი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1915
დაბადების ადგილი სოფ. სპათაგორი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 19 აგვისტო, 1978
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[1]
კუთვნილება სსრკ
ჯარის სახეობა საინჟინრო ჯარები
წოდება საინჟინრო ჯარების მარშალი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, Order "For Service to the Homeland in the Armed Forces of the USSR", 3rd class, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი“, ლენინური პრემია, Order of Tudor Vladimirescu და Merited civil engineer of RSFSR

არჩილ გელოვანი გარდაიცვალა 1978 წელს. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. თბილისში არსებობს მისი სახელობის გამზირი, იყო ქუჩაც.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება