გედიმინასი
გედიმინასი, გედიმინი (1275-1341) — ლიტვის დიდი მთავარი 1316-1341 წლებში. იგი ებრძოდა გერმანელ რაინდებს. 1322 წელს კავშირი დაამყარა მაზოვიის მთავრთან, ხოლო 1325 წელს პოლონეთის მეფე ვლადისლავ I ლოკეტეკთან. გედიმინასი განაგრძობდა დასავლეთ რუსეთის მიწების დაპყრობას. 1340 წელს ვოლინის მმართველად დანიშნა თავისი შვილი ლუბარტი. იგი ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სამთავროს მეთაურობით რუსეთის გაერთიანებას. ცდილობდა რუსეთისგან ჩამოეშორებინა ფსკოვი და ნოვგოროდი. ამ ბრძოლაში მას მხარს უმაგრებდა ტვერის მთავარი დიმიტრი მიხეილის ძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი ასული მარია. იგი თავს მიიჩნევდა „ლიტველებისა და რუსების მეფედ.“ გედიმინასს მიიჩნევენ ქალაქ ვილნიუსის დამაარსებლად, რომელიც პირველად მის წყაროებში იხსენიება (1323). გედიმინასი მოკლეს 1341 წლის ზამთარში, გერმანული ციხესიმაგრის, ბაიერბურგის აღების დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 34.