გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე (დ. 11 მარტი, 1975, თბილისი)[1] — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის (2012, 2016) პარლამენტის წევრი.
გედევან ფოფხაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 მარტი, 1975 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება“, „სამართლიანობისთვის“, ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია რედაქტირება
დაიბადა 1975 წლის 11 მარტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს კონსულტანტი. 2002-2003 წლებში — ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე. 2003 წელს იყო ბორჯომის რაიონის გამგებელი. 2006-2008 წლებში იყო ბორჯომის რაიონის საკრებულოს წევრი. 2008-2011 წლებში — კ/ს „ატორნეის“ იურისტი.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბორჯომის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ (პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“). მას შემდეგ, რაც 2014 წელს კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში დარჩა.[2] 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის 22 თებერვალს დატოვა როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება“, ისე პარტია.[3] „ოცნებიდან“ წამოსულმა დეპუტატებმა ახალი ფრაქცია „ჩვენი საქართველო — დამოუკიდებელი დეპუტატები“ შექმნეს.[4]
2019 წლის 20 ივნისიდან იყო პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ გენერალური მდივანი.[5] 19 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პარტია დატოვა.[6] 2020 წლის 7 ივნისს „ქართული ოცნებიდან“ წასულ სხვა დეპუტატებთან ერთად დააარსა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“.[7] მომდევნო დღეს ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, იგი ჯერ მისი პარტიიდან ოფიციალურად არ გასულა.[8] საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ იგი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.[9] მან ხმების 1,26% (866 ხმა) მიიღო.[10] 23 ნოემბერს პარტია დატოვა.[11]
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- გედევან ფოფხაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გედევან ფოფხაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო რედაქტირება
- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გედევან ფოფხაძე. declaration.gov.ge (2019-12-20). ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020.
- ↑ „გედევან ფოფხაძემ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა“. for.ge. 2014-11-07. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „გედევან ფოფხაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა“. reginfo.ge. 2019-02-23. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ ჩვენი საქართველო — დამოუკიდებელი დეპუტატები: წევრები. საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-04. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020.
- ↑ „ეკა ბესელიამ პარტია „სამართლიანობისთვის“ ყრილობა გამართა“. on.ge. 2019-06-20. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია დატოვა“. odishinews.ge. 2019-08-19. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „ქართული ოცნების ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან“. რადიო თავისუფლება. 7 ივნისი, 2020. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ჩიჩუა, ნინო (2020-06-08). „ბესელიას თქმით, კვაჭანტირაძე და ფოფხაძე იურიდიულად ჯერ მისი პარტიიდან არ გასულან“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „პარტიამ ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა“. formulanews.ge. 2020-08-17. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020.
- ↑ „ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ დატოვა გედევან ფოფხაძემ პარტია“. interpressnews.ge. 2020-11-23. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)