გეგეჭკორის მიწერილი სანადირო მეურნეობა
გეგეჭკორის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ გეგეჭკორის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 74 000 ჰექტარი სანადირო სავარგული, რომლებიც რაიონის სხვადასხვა უბანზე იყო განლაგებული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — წულუკიძისა და ცაგერის რაიონები, დასავლეთით — ცხაკაიასა და ჩოხატაურის რაიონები, ჩრდილოეთით – ლენტეხის რაიონი და სამხრეთით — აბაშის რაიონი.
რაიონის მაღლობ ადგილებში მოიპოვებოდა არჩვი; მრავლადაა კვერნა, ციყვი, მაჩვი; არის კურდღელი და დათვი. რაიონში ჯერ კიდევ იყო ხოხობი; გადამფრენებიდან კი — ტყის ქათამი, მწყერი და სხვ.
კოლექტიური ნადირობა შესაძლებელი იყო მტაცებელ მხეცებზე (მგელი, ტურა, მელა და გარეული კატა), რომლებიც აქ საკმაო რაოდენობით მოიპოვებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 184, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.