გაჩო ადამიდი
გაჩო ადამიდი (ალბ. Gaqo Adhamidhi; დ. 1859, კორჩა — გ. 1939, ჟენევა) ასევე ცნობილი, როგორც ადამიდ ფრაშერი[1] — XX საუკუნის ალბანელი ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე.[2]
გაჩო ადამიდი | |
---|---|
ალბ. Gaqo Adhamidhi | |
დაბადების თარიღი | 1859 |
დაბადების ადგილი | კორჩა |
გარდაცვალების თარიღი | 1939 |
გარდაცვალების ადგილი | ჟენევა |
მოქალაქეობა |
ალბანეთი ოსმალეთის იმპერია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქ კორჩაში (მაშინდელი ოსმალეთის იმპერია, დღევანდელი ალბანეთი).[2] ალბანეთის მართლმადიდებლური საზოგადოების უმეტესი ნაწილის მსგავსად, ისიც ახალგაზრდობაში ემიგრაციაში წავიდა და ეგვიპტეში დასახლდა, სადაც მედიცინას სწავლობდა და ექიმიც გახდა. ემიგრაციაში ყოფნისას ის ალბანური თემის ერთ-ერთ გამოჩენილ წარმომადგენელს, ექიმსა და პოლიტიკოსს, მიხალ ტურტულის დაუმეგობრდა.[3]
ადამიდი 1892-1914 წლებში მუჰამედ ალი-ფაშას დინასტიის წარმომადგენლის, ეგვიპტისა და სუდანის ბოლო ხედივის, აბას II ჰილმის პირად ექიმად მსახურობდა. ეგვიპტეში ყოფნის დროს ის იქ მცხოვრებ ალბანურ საზოგადოებასა და რუმინეთში არსებულ ალბანურ თემს შორის თანამშრომლობის დამყარებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.[4] 1914 წელს, ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების და ალბანეთის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, ადამიდი სამშობლოში დაბრუნდა და თურჰან ფაშა პერმეტის მთავრობაში ფინანსთა მინისტრად განაგრძო მუშაობა.[5] პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შვეიცარიაში გადასახლდა,[5] სადაც ლოზანის უნივერსიტეტთან განაგრძო თანამშრომლობა. შვეიცარიაში ის მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ალბანური დიასპორის წევრთა პოლიტიკური ასოციაციის - ალბანეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეც კი გახდა. გარდა ამისა, სწორედ ის წარმოადგენდა ალბანეთს ერთა ლიგაში.
ლიტერატურაში
რედაქტირებაარსებობს მოსაზრება, რომ ცნობილმა ალბანელმა პოეტმა და დრამატურგმა, ანდონ ჩაკომ მისი კომედიის „კლუბი სალონიკში“ ერთ-ერთი პერსონაჟის „ექიმი ადამიდის“ პროტოტიპად სწორედ გაჩო ადამიდი გამოიყენა.[2] ამის მიზეზი შესაძლოა ჩაკოს პირადი შურისძიება ყოფილიყო. კომედიაში ადამიდი გროტესკულ, უკიდურესად ძუნწ, უცოდინარ, ოსმალეთის იმპერიის მომხრე ფსევდოექიმადაა წარმოჩენილი.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Herbert, Aubrey (10 May 2011), Albania's greatest friend : Aubrey Herbert and the making of modern Albania : diaries and papers, 1904-1923, London;New York: I.B. Tauris, p. 218, ISBN 9781848854444, https://books.google.com/books?id=M_0-QfRL8eMC&q=george+adamidis+frasheri&pg=PA217
- ↑ 2.0 2.1 2.2 Elsie, Robert (2012), A Biographical Dictionary of Albanian History, London; New York: I.B.Tauris, pp. 4–5, ISBN 9781780764313, https://books.google.com/books?id=pgf6GWJxuZgC&q=George+Adamidis+Frash%C3%ABri&pg=PA3
- ↑ 3.0 3.1 Ben Andoni (2011-12-14), Si e denigroi Çajupi Adhamidhin, Gazeta Shqiptare, http://www.peshkupauje.com/2011/12/si-e-denigroi-cajupi-adhamidhin. წაკითხვის თარიღი: 2015-10-29
- ↑ Skendi, Stavro (1967). The Albanian national awakening. Princeton: Princeton University Press, გვ. 152. ISBN 9781400847761.
- ↑ 5.0 5.1 Brahim Avdyli (2011-05-12), Bazat e mërgatës shqiptare në Zvicër, AlbaniaPress, http://www.albaniapress.com/lajme/14249/Bazat-e-mergates-shqiptare-ne-Zvicer.html