გაყინული (2013 წლის ფილმი)
გაყინული (ინგლ. Frozen) — 2013 წლის მუსიკალური კომედიური დრამატული ანიმაციური 3D ფილმი, შექმნილი უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების მიერ, Walt Disney Pictures-ის დისტრიბუციით.[4] იგი არის რიგით 53-ე დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სერიაში. ნაწილობრივ შთაგონებული ჰანს კრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფლით“[5], იგი აღწერს უშიშარი პრინცესის მოგზაურობას თოვლის კაცუნასთან, უკანასკნელ ერთგულ ირემთან და ყინულის მომპოვებელთან ერთად. ისინი ეძებენ პრინცესა ანას და ელზას, რომელმაც შემთხვევით მთელ სამეფოს მარადიული ზამთარი მოუვლინა.
„გაყინული“ | |
---|---|
რეჟისორი | |
პროდიუსერი | პიტერ დელ ვეხო |
ისტორია |
|
როლებში | |
მუსიკა | |
ოპერატორი |
|
მონტაჟი | ჯეფ დრაჰაიმი |
სტუდია | |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Studios Motion Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 102 წთ.[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 150 მილიონი აშშ დოლარი[2][3] |
შემოსავალი | 1.276 მილიარდი აშშ დოლარი [3] |
დასრულებამდე „გაყინული“ რამდენიმეჯერ შეცვალეს. 2011 წელს საბოლოოდ მიიღეს სცენარი, რომელზეც მუშაობდნენ ჯენიფერ ლი და კრის ბაკი. როგორც ბაკი, ასევე ლი იყვნენ ფილმის რეჟისორებიც. სურათი გახმოვანებულია კრისტენ ბელის, აიდინა მენზელის ჯონათან გროფის, ჯოშ გედის და სანტინო ფონტანას მიერ. კრისტოფ ბეკი, რომელიც აგრეთვე მუშაობდა 2012 წლის, ჯილდოებით აღნიშნულ „ქაღალდის კაცზე“, ფილმის მუსიკაზე მუშაობდა, ხოლო მეუღლეები, რობერტ ლოპესი და კრისტ ანდერსონ-ლოპესი სიმღერების ავტორები არიან.
„გაყინულის“ პრემიერა გაიმართა El Capitan Theatre-ში (ჰოლივუდი), 2013 წლის 19 ნოემბერს[6], ხოლო კინოგაქირავებაში ფილმი გავიდა 27 ნოემბერს. კრიტიკოსებმა იგი უაღრესად დადებითად აღნიშნეს. ნაწილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო დისნეის რენესანსის შემდეგ სტუდიების საუკეთესო ნამუშევარი.[7][8] ფილმს მასიური კომერციული წარმატება ხვდა წილად - მსოფლიო გაქირავებაში 1.3 მილიონი აშშ დოლარის სახით, საიდანაც 400 მილიონი აშშ-იდან და კანადიდან შემოვიდა, ხოლო 247 - იაპონიიდან. „გაყინული“ ყველა დროის ერთ-ერთი შემოსავლიანი ანიმაციური ფილმია, ისევე, როგორც ყველა დროის რიგით მესამე შემოსავლიანი ორიგინალური ფილმი და ყველა დროის რიგით მეცხრე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. ნამუშევარი აგრეთვე 2013 წლის ყველაზე შემოსავლიანიც იყო, ხოლო იაპონიაში — მესამე ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის. 2014 წელს გაიყიდა მისი მედია ასლების 18 მილიონი ერთეული, რამაც აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდულ ფილმად აქცია. 2015 წლისთვის „გაყინული“ აშშ-ში იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდულ Blu-ray დისკად.[9]
ფილმმა მიიღო ორი ოსკარი, საუკეთესო ანიმაციური ფილმის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებში („Let It Go“),[10] ოქროს გლობუსი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის,[11] BAFTA საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის,[12] ხუთი „ენი“ (მათ შორის — საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის),[13] ორი გრემი — ვიზუალური მედიის როგორც საუკეთესო კომპილაციური საუნდტრეკისთვის, ასევე საუკეთესო სიმღერისთვის („Let It Go“)[14]. მას აგრეთვე ერგო კრიტიკოსების არჩევანის კინოჯილდო - საუკეთესო ანიმაციური ფილმის და ორიგინალური სიმღერის („Let It Go“) კატეგორიებში[15].
მოკლემეტრაჟიანი გაგრძელება, „გაყინული ციებ-ცხელება“, გამოვიდა 2015 წლის 13 მარტს, ფილმ „კონკიასთან“ ერთად..[16] 2015 წლის 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა გაგრძელება, „გაყინული 2“, რომელზეც კვლავ იმუშავებდნენ ბაკი და ლი, ხოლო პიტერ დელ ვეხო დაბრუნდებოდა, როგორც პროდიუსერი. ფილმი 2019 წლის 27 ნოემბერს გამოვა.[17][18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Frozen. Ontario Film Review Board (November 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 16, 2014. ციტირების თარიღი: January 15, 2014.
- ↑ Smith, Grady (November 27, 2013). „Box office preview: "Frozen" ready to storm the chart, but it won't beat "Catching Fire"“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 28, 2013. ციტირების თარიღი: November 29, 2013.
- ↑ 3.0 3.1 Frozen (2013). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: August 10, 2014.
- ↑ „Disneyland Resort Debuts "World of Color – Winter Dreams," a Merry New Spectacular for 2013 Holiday Season“. PR Newswire. July 27, 2013. ციტირების თარიღი: July 27, 2013. ციტატა: „from the upcoming Walt Disney Pictures animated feature "Frozen"“
- ↑ https://www.nytimes.com/2013/11/27/movies/disneys-frozen-a-makeover-of-the-snow-queen.html
- ↑ Liu, Meng (November 19, 2013). „Disney's "Frozen" Premiere Turns L.A. Into a Winter Wonderland“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: November 20, 2013.
- ↑ Barnes, Brooks (December 1, 2013). „Boys Don't Run Away From These Princesses“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 2, 2013.
- ↑ Zuckerman, Esther (November 4, 2013). „Is "Frozen" a New, Bona Fide Disney Classic?“. The Atlantic Wire. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 5, 2013. ციტირების თარიღი: November 4, 2013.
- ↑ All-Time Best-Selling Blu-ray Titles in the United States. The Numbers (January 25, 2015). ციტირების თარიღი: January 25, 2015.
- ↑ Staff. „2013 Academy Awards Nominations and Winners by Category“. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: March 2, 2014.
- ↑ „Golden Globes 2014: And the winners are...“. USA Today. January 12, 2014. ციტირების თარიღი: January 16, 2014.
- ↑ „Film in 2014“. BAFTA. ციტირების თარიღი: January 8, 2014.
- ↑ Times staff writers (February 1, 2014). „Annie Awards 2014: Complete list of winners and nominees“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: February 5, 2014.
- ↑ SHOW BITS: : 'Frozen' Soundtrack Fires up With 2 Grammy Wins. ციტირების თარიღი: February 9, 2015.
- ↑ „Critics' Choice Awards: The Winners“. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. January 17, 2014. ციტირების თარიღი: January 17, 2014.
- ↑ Graser, Marc. (December 3, 2014) 'Frozen Fever' Short to Debut in Front of Disney's 'Cinderella'. Variety. ციტირების თარიღი: December 3, 2014.
- ↑ Graser, Marc. Disney Announces 'Frozen 2'. Variety. Variety Media, LLC (March 12, 2015). ციტირების თარიღი: March 12, 2015.
- ↑ Khatchatourian, Maane. (April 25, 2017) Disney Dates ‘Lion King,’ ‘Frozen 2,’ Pushes Fifth ‘Indiana Jones’ Film to 2020. Variety. ციტირების თარიღი: April 25, 2017.