გარჯილა
მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში
გარჯილა — მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ჭიათურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე, შაორის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1829 მ. გარჯილა აგებულია ცარცული ასაკის გადოლომიტებული კირქვებით. კალთები ციცაბოა, წიფლისა და სოჭის მეჩხერი ტყით შემოსილი, მწვერვალზე მეორეული სუბალპური ბალახეულობაა.
გარჯილა | |
---|---|
კოორდინატები: 42°22′41″ ჩ. გ. 43°06′28″ ა. გ. / 42.37819972° ჩ. გ. 43.10799972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1829 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ამგებელი ქანები | გადოლომიტებული კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 564.